,ვარ 15 წლის სკოლის მოსწავლე და მაქვს სკოლის ნერვო... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

08-12-2016

-გამარჯობა,ვარ 15 წლის სკოლის მოსწავლე და მაქვს სკოლის ნერვოზი.დიდლდილობით ერთსა და იმავე დროს მეღვიძება და მეწყება პირღებინება ეს დრის განმავლობაში კი გადამდის .ამგვარი ნევროზული პერიოდი უკვე 2 წელია მაქვს რადგანაც მსურს მედლის აღება.მიუხეხავად ჩემი ოჯახის გვერდში დგომისა ვერ ვახერხებ საკუთარი თავის ხელში აყვანას .ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

პასუხი
- ჯერ უნდა დადგინდეს ნამდვილად ნევროზია ყოველ დილით ღებინების მიზეზი, თუ, ეს  საჭმლის მომნელებელი სისტემის  ფუნქციონირების დარღვევით ან სხვა მიზეზითაა გამოწვეული. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან გასტროენტეროლოგს. თუ მიზეზი მართლაც ნევროზი აღმოჩნდება, მაშინ აუცილებელია ნევროპათოლოგთან  ან ფსიქონევროლოგთან ვიზიტი.
დილაობით გულისრევის და ღებინების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად:
> საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები (გასტრიტი, წყლული, ქოლეცისტიტი და სხვა. უნდა გამორიცხოს გასტროენტეროლოგმა),
>ჰელმინთები (ჭიები, უნდა გაკეთდეს განავლის ანალიზი ჭიების აღმოსაჩენად);
>ვესტიბულარული აპარატის პრობლემები (თუ გულისრევა გეწყებათ დილით სწრაფად წამოდგომის ან ძალიან სწრაფად ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნების ფონზე, მაშინ დიდი ალბათობით მიზეზი ესაა და საჭიროა ნევროპათოლოგისა და ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია);
>ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, კერძოდ ჰიპოთიაზიდი, მაგრამ ამ დროს ადგილია აქვს ძილიანობას, მახსოვრობასთან პრობლემებს და სხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.
>შაკიკი (ძლიერი თავის ტკივილი ახასიათებს);
>ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია (რასაც თქვენ ნევროზს უწოდებთ). მკურნალობა კომპლექსურია (ინიშნება მედიკამენტები და ფსიქოთერაპია) ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი: ღამის სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება, სპორტით დაკავება და სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად