, ბოლო დროს ვამჩნევ რომ სპერმას აქვს წითელი შეფერ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

commerce
07-12-2016

- გამარჯობა, ბოლო დროს ვამჩნევ რომ სპერმას აქვს წითელი შეფერილობა, უხეშად რო ვთქვათ თითქოს სისხლიანია. არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ. მხოლოდ ფერი ზოგჯერ უფრო მუქი ზოგჯერ უფრო ღია ფერის. მაინტერესებს რისი ბრალია ან რა მოვიმოქმედო. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების (მაგალითად, პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის, ვეზიკულიტის, პროსტატის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების, შარდის ბუშტის დაავადებების, და სხვ) სიმპტომიც, ამიტომ აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.

ჰემოსპერმია შეიძლება იყოს ორგვარი: ჭეშმარიტი და ცრუ. ჭეშმარიტი ჰემოსპერმია ცრუსთან შედარებით უფრო საშიშია. ამ დროს სპერმას აქვს მუქი წითელი ან თითქმის შოკოლადის ფერი. სისხლი შეიძლება სპერმას შეერიოს რამდენიმე გზით - პროსტატიდან, სათესლე პარკიდან, შარდსადენი არხიდან, თესლის გამომტანი არხიდან და აშ. ამგვარად, ჭეშმარიტი ჰემოსპერმია შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. მოხუცებულთა ასაკში ჰემოსპერმია უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს.
ცრუ ჰემოსპერმიის დროს სპერმაში სისხლი ხვდება შარსადენი არხიდან. იგი ალისფერია და ბოლომდე ვერ ასწრებს შერევას ეაკულატთან (შეიმჩნევა ძაფისებრი კოლტები). მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა და ურეთრის დაავადება. დიაგნოსტირებისათვის უნდა მიმართოთ უროლოგს.


კომენტარები
07 დეკემბერი 2016 18:41
უფრო ზუსტად რომ გითხრათ ეაკილაციის დაცკებისას სპერმა ჩვეულებრივია მერე წითლდება ხოლო ბოლოსკენ ისევ ნორმალირი ფერისაა. იქნებ ეს რამის ნიშანოა??
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად