- გააჩნია, რა ტიპის გამონაყარზე საუბრობთ. თუ ფერიმჭამელები გაქვთ მხედველობაში, ამის მიზეზი ალბათ ცხიმიანი კანია შუბლის არეში, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში გქონდეთ ჩირქოვანი ქრონიკული პროცესი (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), რაც ახდება გამონაყრის განვითარების პროვოცირებას, ან ჰორმონალურ დარღვევასთან გვქონდეს საქმე. თუ გარდატეხის ასაკში ბრძანდებით, მაშინ ეს ამ ასაკისთვის დამახასიათებელილ აკნე იქნება. უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები. ამის შემდეგ ადგილობრივად გირჩევთ შემდეგს: დაიცვათ კანის სისუფთავე, ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე. მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სკინორენის მალამო 2-ჯერ დღეში 1 თვე. გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა დ კვების რეჟიმი.
ერთ საშუალებასაც გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ ხსნარით პრობლემური კანი.
თუ საუბარია აკნეზე. ინფორმაციის გასაცნობად გაეცანით ჩვენს ვე გვერდზე ელისო ხარშილაძის სტატიას „როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები“
გადადით ლინკზე :