პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი საიტის არსებობ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

commerce
28-11-2016

- პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი საიტის არსებობისათვის.... ჩემ ბავშვს აქვს ისეთი პრობლემა რამის ფსიქიკა შეგვერყეს თან ახსნით და დეტალურად ვერ გაგვარკვიეს...ჩვენ ესე ვიცით რომ ცრუკრუპის ნიშნები ეწყენა ხოლმე . არის 6 წლის. ძირითადად სულ ღამე ემართება და რამოდენიმე წელია... უცებ ეწყება მშრალი და სპეციგიური ხმით ხველა ამჯერად დროულად ინგალაციებით ვშველით თავიდან ერი 2 ჯერ მძიმედ ქონდა ყელში უჭერდა სინთქვა უჭირდა... ექიმმა გვითხრა ვერ გაიგებთ ხან შეიძლება ალერგიით იყოს ხან ვირუსიო... მოკლედ ფსიქიკირ სულიერად ვიტანჯებოთ სულ იმის გიქრი მაქვს ან იქნებ სადმე ინგალატორი არ გვაქვს ან სკოლაში დაემართოს... დროული რეაგირება უნდა... იქნებ დაგვაკვალიანოთ რა ასაკში გაივლის ან სპეციალური გამოკვლევა ხო არ უნდა სად წავიდეთ ვის მივენდოთ კომპეტენტური ახსნა განმარტებები და ბავშვის განკუტნებაა საჭირო. ძალიან დიდი მადლობა...

პასუხი
- ცრუ კრუპის შეტევა ემართებათ ხოლმე ბავშვებს უხშირესად ვირუსული ინფექციის ფონზე, მისი მიზეზი ის არის, რომ ხახა-სასის განსხვავებული - ვიწრო რკალის მქონე ბავშვებში ლორწოვანის მცირე შეშუპებაც კი ჰაერის გამავლობის გარკვეულ შეფერხებას იწვევს, ამას ემატება ალერგიული და ნერვული კომპონენტი და სპაზმი კიდევ უფრო ძლიერდება. ასეთ დროს მთავარია, იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ და არ დაიბნეთ. ზოგადად ცრუ კრუპის შეტევების განვითარების ალბათობა 5 წლის შემდეგ მცირდება, თუმცა 6-7 წლის ასაკამდეც შეიძლება გაგრძელდეს, თუ გამოხატულია ალერგიული კომპონენტიც. არსებობენ ბავშვები, უფრო მეტად განწყობილნი ცრუ კრუპის მიმართ. ეს ის კატეგორიაა, ვინც დაბადებისას მიიღო ტრავმა, დაიბადა დღენაკლული ან აღენიშნება ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება (ექსუდაციური დიათეზი). ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის ნებისმიერ სტადიაში განუვითარდეთ.
ჩვენ გირჩევთ ბავშვი ალერგოლოგს მიუყვანოთ. უნდა დააკვირდეთ რის ფონზე ეწყება ცრუ კრუპის შეტევა (გრიპის, გაციების, ალერგიული საკვების, სტრესი თუ რის ფონზე). თუ ალერგიაა "დამნაშავე" მაშინ უნდა გამოირიცხოს ის ალერგენი, რაზეც რეაქცია აქვს (ამიტომაა ალერგოლოგთან ვიზიტი აუცილებელია). ისე, ბავშვს ჩიფსებს ან სწრაფი კვების პროდუქტებს ხომ არ აჭმევთ? ან გაზიან სასმელებს ხომ არ ასმევთ?   
ახლა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს თქვენი ტაქტიკა შეტევის დროს:  თუ თქვენი პატარა კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, ურიგო არ იქნება, თუ ავადმყოფობის პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) მიიღებთ შემდეგ ზომებს: დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი; ოთახში, ელექტროქურაზე, აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი კარგად დატრიალდება.
მოარიდეთ ბავშვი ცივ ჰაერს (ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში) და სითხეს.
ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.
შესაძლებელია ცივი ორთქლის ინჰალატორის შეძენა და ეპინეფრინის ინჰალაციების ჩატარებაც, მაგრამ მაინც სჯობს, ეს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს, რადგან ეპინეფრინის ჭარბი დოზით მიღება არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
ცრუ კრუპის შეტევა არ დაემართება სკოლაში და სხვა ადგილას, ის ძირითადად ღამით, ახალ ჩაძინებულს ემართება. თუ დღისითაც აქვს ასეთი რამ, ეს ცრუ კრუპი არ არის და მაშინ მით უმეტეს არის საჭირო ალერგოლოგთან ვიზიტი. უახლოესი 1  წლის განმავლობაში თქვენს შვილს შეტევები შეუმსუბუქდება და თავისთავად მოეხსნება, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბავშვი იზრდება და ხახის ფორმაც ეცვლება.

თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
30 ნოემბერი 2016 12:08
გაიხარეთ ურრმესი მადლობა... წარმატებები ამოუწურავი თქვენ ასეთი სასიკეთო საქმესთვის
28 ნოემბერი 2016 13:51
გაიხარეთ, ყველაფერს კარგს გისურვებთ ასეთი კეთილი საქმეებისთვის ღმერთმა თქვენც სიხარული მოგცეთ... ენით აუწერელი სიკეთეა ასეთი მიმართულება რადგან ბევრი ექიმია არაპროფესიონალი და პაციენტები იბნევიან და ათას შარში ეხვევიან... კომპეტენტური ინფორმაცია კი ადამიანს მობილიზების და სწორი მოქმედების საშუალებას აძლევს....
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად