ისევ გაწუხებთ-ასეთი რამ მინდა გკითხოთ: ჩემი პატარა... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
27-11-2016

-ისევ გაწუხებთ-ასეთი რამ მინდა გკითხოთ: ჩემი პატარა არის 3 თვის,მარცხენა მკლავზე უღიზიანდება ნააცრალი,ანუ დაბადებისას გაკეთებული აცრა,საკმაო ხანი გავიდა და მაინც უწითლდება ის ადგილი და იკეთებს ხოპოს მსგავსს,ბანაობის დროს ზოგჯერ ზვრება ეგ ხოპო და ოდნავ სისხლიც შეიძლება გამოუვიდეს,პედიატრმა მითხრა რო ამაზე არაუშავსო,გადაუვა თავისითო,ეს რამდენად სწორია?უფროს ბიჭზე ყველა აცრაც დროულად მაქვს გაკეთებული მაგრამ მსგავსი არაფერი ჰქონია,იქნებ მომცეთ რჩევა რას ფიქრობთ

პასუხი
-ბცჟ-ტუბერკულოზის ვაქცინაციის შემდეგ ინექციის ადგილზე 1-1,5 თვის შემდეგ ვითარდება ადგილობრივი სპეციფიური რეაქცია ინფილტრატის, პაპულის, ფისტულის, წყლულის სახით 5-10მმ დიამტერის.
აღნიშნული მიდამო დაცული უნდა იყოს მექანიკური გაღიზიანებისგან, განსაკუთრებით წყლის პროცედურების დროს.
გამოვლენილი ადგილობრივი რეაქცია უკუგანვითარებას განიცდის 2-3 თვის და ზოგჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ვაქცინაციის ადგილზე საბოლოოდ ყალიბდება 10მმ დიამეტრის ნაწიბური.
საეჭვო შემთხვევაში ინექციის ადგილის მდგომარეობა შეაფასებინეთ პედიატრს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად