,დიდი ხანია უკვე ცხვირში ვიჭედები,ანუ ცხვირი მაქვს... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

22-11-2016

-გამარჯობა,დიდი ხანია უკვე ცხვირში ვიჭედები,ანუ ცხვირი მაქვს გაღუნული და მეგონა ძგიდის ბრალი იყო ,მივედი ექიმთან ოპერაციის გასაკეთებლად და მითხრა რომ არ იყო საოპერაციო და მისი აზრით იყო ალერგიული,ვიწვეთებდი ნაზივინს,რომელიც მშველის 9 საათი შემდეგ ისევ მეჭედება,ახლა ვხმარობ სნუუპს,რომელიც იგივე ეფექტითაა,არ მინდა ამ წამლებზე მიჩვევა,არადა მათ გარეშე საერთოდ ვერ ვსუნთქავ ორივე ნესტოთი,არც ცხელი წყლით გამობანვა მშველის..მირჩიეთ რაიმე ნორმალური წამალი ან რითი შეიძლება პრობლემის მოგვარება ?

პასუხი
-ნაზივინი და სნუპი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ცხვირის წვეთებია და მისი 10 დღეზე მეტხანს გამოყენება არ შეიძლება. რაც შეეხება მკურნალობას, ჯერ ზუსტად უნდა დადგინდეს ცხვირით სუნთქვის გაძნელების მიზეზი. თუ ეს მართლაც ალერგიაა, მაშინ ალერგოლოგმა ჯერ (მხოლოდ 10 დღე) უნდა დანიშნოს სისხლძარღვთა შემავიწროებელი ადგილობრივი საშუალება და ამის შემდეგ ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი ცხვირის აეროზოლები. გარდა ამისა, აუცილებელია დასალევად ანტიჰიოსტემინური (ალერგიის საწინააღმდეგეო) პრეპარატის დანიშვნაც. რაც მთავარია, უნმდა დადგინდეს რაზე გავთ ალერგიული რეაქცია და შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოთ იმ ალერგენთან კონტაქტს. გირჩევთ მიმართოთ ალერგოლოგს.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად