მყავს წლინახევრის პატარა, ბავშვი დღესაც ძუძ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

21-11-2016

-გამარჯობათ, მყავს წლინახევრის პატარა, ბავშვი დღესაც ძუძუთი იკვებება და სხვა საჭმელს კარგად არ ეტანება, მაგ; არ ჭამას თევზს, ხორცს, კვერცხს და ა.შ. ღამით ბორგავს და არ სძინავს მშვიდათ, იღვიძებს ჭამის გამო 5-ჯერ მაინც. დღისით მთელი დღის მანძინზე სძინავს 1 საათი. მაიტერესებს რადენად სასარგებლოა დედის რძე ამ ასაკისთვის, არის ცოტა ჭირვეული უნდა თავისი გაიტანოს, მინდა მირჩიოთ ხომ არ მივცე რამე საბავშვო დამამშვიდებელი,

პასუხი
- ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:
1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი, ა.შ.);
მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) – (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ბარდა, ლობიო, სოია);
მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)
შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა. სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების - მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს - თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ იგი.
ოჯახის წევრებთან, პატარა მეგობრებთან ან უფროს ბავშვებთან ერთად სადილმა შესაძლოა თქვენს შვილს ახალი სახეობის საჭმლის გასინჯვისაკენ უბიძგოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების ჯგუფების ცოდნა იმ მოზრდილი ბავშვების მშობლებისათვის, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ ვეგეტარიანული მადა და იმ ოჯახებისათვისაც, სადაც ძვირადღირებული საკვები პროდუქტების (მაგ. ხორცის, ყველის,) შეძენა ყოველთვის არ ხერხდება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად