ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ..მყავს 2 წლ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ..მყავს 2 წლის და.7 თვიის ბიჭი..მისი თანატოლები ყველაფერს ლაპარაკობენ გამართულად მან კი მხოლოდ 10 სიტყვა იცის დედა მამა პაპა და ა. შ რასაც ვეუბნები ყველაფერი ესმის არ არის ჩაკეტილი ბავშვი უბრალოდ ხშირად არ გამყავს გარეთ და არ აქვს თავის თანატოლებთან ურთიერრთობა იქნებ მითხრათ საშიში ხომ არ არის ..იქნებ მირჩიოთ როგორ დავეხმარო რომ ალაპარკდეს რა შეიძლება რომ გავაკეთო..წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-თუ ბავშვი ასაკის შესაბამისად ნორმალურად ვითარდება, კონტაქტში ადეკვატურად შემოდის, სხარტი რეაქციები და მიზანმიმართული მოძრაობები აქვს, მაშინ საშიშროება არ არის. მაგრამ მაინც, პატარას განვითარება აუცილებელია შეაფასოს ნეიროფსიქოლოგმა.
თქვენ კი მეტი დრო დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას, ეცადეთ ბავშვს ელაპარაკოთ მოკლე და მარტივი წინადადებებით, რათა ადვილად შეძლოს გამეორება. წაუკითხეთ ზღაპრები, ლექსები, არ დასვათ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. დაუსვით ისეთი შეკითხვები, რაც მარტივ პასუხს მოითხოვს.
ესაუბრეთ პატარას ნელა და გარკვევით. ასე იგი უკეთ "გადაამუშავებს" მიღებულ ინფორმაციას. საუბრისას არ დაგავიწყდეთ აღნიშვნა, რა მოხდა იმ წუთს: ჩიტმა გაიფრინა, მანქანამ გაიარა...
ლაპარაკის დაწყებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება.
როგორც უკვე გითხარით, სასურველია ბავშვის განვითარების მდგომარეობა და ნევროლოგიური სტატუსი შეფასებული იყოს ფსიქონევროლოგის მიერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად