თქვენი დახმარება მჭირდება მოკლედ ძალიან ვიბნევი ხ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

09-11-2016

-გამარჯობა თქვენი დახმარება მჭირდება მოკლედ ძალიან ვიბნევი ხალხის გარემოცვაში ლაპარაკაცსაც ძლივს ვახერხებ არ ვიცი რა ვუპასუხო ან ვინმესთან საუბარი როგორ წამოვიწყო არ მომწონს ხალხი ასე მგონია ყველა მე დამცინის მომეცით რამე რჩევა და მაინტერესებს ეს სოციოპათიაა?

პასუხი
-თქვენ თავდაჯერებულობა გაკლიათ. რამდენიმე რჩვეას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ გადავლახოთ შიში ურთიერთობის წინაშე. დაიწყეთ ელემენტარულით, რასაც შეძლებთ დახმარების გარეშე.
►ურთიერთობაში თავისუფლად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონცენტრაციას გაუწევთ არა შინაგან განცდებს, არამედ ურთიერთობის პროცეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ადამიანებზე დატოვებთ კარგ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ ცდილობთ ამას. გაიხსენეთ, როგორ შედის ურთიერთობაში ბავშვი- ის არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხედავს სხვა, ან რას იტყვის მასზე. ბავშვი სრულად არის ჩართული პროცესში.
►გახსოვდეთ, რომ კომპლექსები ყველას აქვს, მაგრამ ყველა არ ქმნის ამის გამო ტრაგედიას.
►დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი თავდაუჯერლობის მიზეზი და რისი გეშინიათ.
►ვერასოდეს ვერ გააუმჯობესებთ სოციალურ კონტაქტებს, თუ უბრალოდ წაიკითხავთ კარგ ლიტერატურას ამის შესახებ. ვერ ისწავლით ცურვას, თუ არ შეხვედით წყალში. სცადეთ ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში. გამოსცადეთ საკუთარი თავი. გახსოვდეთ რომ ცვლილებები ერთ დღეში არ მოხდება.
რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული:
1. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილად მოქცევა. შეიყვარეთ საკუთარი თავი.
2. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. შეიძლება სხვები რაღაცით ა გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილი თქვენი პიროვნების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
3. ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ თავდაუჯერებლობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და თქვენ უკეთ გახდებით.
4. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო შეეცადეთ, წაივარჯიშოთ თქვენს სიარულის მანერაზე, ქცევებზე, გამოხედვაზე, ხმის ტემბრზე. არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის სიარულის მანერა, მესამის თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, ჯამში აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.
5. შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით.
6. მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.
7. შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.
8. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშვათ ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად