ვარ 18 წლის გოგო, მაწუხებს ხშირი შარდვა, შარდის ა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

07-11-2016

-გამარჯობათ, ვარ 18 წლის გოგო, მაწუხებს ხშირი შარდვა, შარდის ანალიზზე ყველაფერი ნორმაში მაქვს, ასევე ნაცხის ანალიზზეც. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გავაკეთო? ასევე მაინტერესებს თვიურის დროს ან შემდეგ ხშირი შარდვა ნორმალურია? თუ არაფერ შუაშია თვიურთან?

პასუხი
-დასაზუსტებელია ამ ჩივილის პარალელურად სხვა სიმტომებიც ხომ არ გაქვთ - გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდა ან შემცირება, წვა, შარდის შეკავების გაძნელება და ა.შ.
ხშირ შარდვას აუცილებლად ექნება მიზეზი. თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს და ჩაიტაროთ კვლევები (შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ექოსკოპიური კვლევა, ნაცხის ანალიზი და ა.შ). მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სწორი დასკვნის გაკეთება. შარდვის გახშირების მიზეზებია: შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია, უმეტესად - ქალებსა და ბავშვებთან; შარდის შეუკავებლობა; ქვედა საშარდე გზებში კენჭის (კონკრემენტის) არსებობა, შარიანი დიაბეტი... თუმცა თითოეულ ამ პათოლოგიას გახშირებულ შარდვასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ახასიათებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად