რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, უკვე წელიწადზე მეტია თითქოს სუნთქვა მეკვრის, თითქოს მკერდზე ლოდი მაწევს და ვერ ვსუნთქავ, ამიტომ სხეულით, მხრებით ისეთ მოძრაობას ვაკეთებ, რომელიც სუნტქვაში დამეხმარება. ჩატარებული მაქვს ყველანაირი გამოკვლევა, გულზეც ორჯერ გავესინჯე, არც ჩიყვი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ ნერვოზი მაქვს, რადგან ღამით ჩვეულებრივ მძინავს, დილითაც რომ ვიღვიძებ ჩვეულებრივ ვარ, მაგრამ რომ გამახსენდება რა მჭირს ხოლმე, მაშინვე მეწყება და მთელი დღე მიგრძელდება. რა შეიძლება გავაკეთო? თუ არსებობს რაიმე დამამშიდებელი, რაც მომიხსნის ამ ყველაფერს?
პასუხი
-საინტერესოა თქვენი სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, რამდენად ხშირად გავთ სტრესული სიტუაციები და სხვა. რადგან გული და ფარისებრი ჯირკვალი გამოკვლეული გაქვთ და ცვლილებები არ აღმოგაჩნდათ, მაშინ დიდი იმის ალბათობა, რომ თქვენი პრობლემის მიზეზი იყოს ე.წ. ნევროზი. ჩვენ გირჩევთ უშუალოდ მიმართოთ ნევროპათოლოგს, რათა მან თქვენი გამოკითხვის და გამოკვლევის საფუძველზე სწორად შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის მიხედვით დანიშნოს მკურნალობა.