, გთხოვთ მიპასუხოთ, ბავშვისთვის რომელი ზეთი, კარაქ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

01-11-2016

-გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ, ბავშვისთვის რომელი ზეთი, კარაქი და ერბოა ყველაზე კარგი? ერბო ბევრი შეიძლება?სასარგებლოა ერბოც?

პასუხი
ნაღების კარაქი
ნაღების კარაქის გადაფასება ძნელია. რძის ცხიმი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის სწორად ჩამოყალიებებისთვის, იგი ახდენს დადებით გავლენას მხედველობაზე, ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ამაღლებას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში. ითვლება, რომ ნაღების კარაქი ძალების აღდგენას აჩქარებს. მისი დაბალი დნობის ტემპერატურიდან გამოდინარე, ადვილად ხდება მისი შეთვისება. მაგრამ მისი ჩაგდება საკვებში უნდა მოხდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ, რათა შენარჩუნებული იყოს მისი სასარგებლო თვისებები. იმისათვის, რომ მასში შემავალი A ვიტამინი არ შემცირდეს, კარაქი უნდა შეინახოთ დახურულ ჭურჭერლში მაცივარში.
ზეთი
ეს პროდუქტი კარგად აითვისება, ზრდის იმუნიტეტს აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მაგრამ ზოგიერთ ზეთებში შედის მავნე ნივთიერებები, რომელთა მოშორების საშუალებას იძლევა რაფინირება. ასეთი გაწმენდის შემდეგ რომ აღვიდგინოთ ნაწილობრივი დანაკარგი ასეთი წმენდის შემდეგ, ზეთი მდიდრდება სხვადასხვა დანამარტებით. მაგრამ განსაკუთრებულად სასარგებლო რასაკვირველია ნატურალური ზეთია. ისგი უნდა იხმაროთ სალათების და გარნირენბის შესაზავებლად. რაფინირებული კი - გამოსაცხობად და შესაწვავად.
მცენარეული ზეთის მიცემა შეგიძლიათ ბავშვისვის პირველი დამატებითი საკვების მიცემისთანავე,  თუ რომელი ზეთი მივცეთ ჩვენს პაწიას, ძნელი სათქმელია, რადგან თითოეული მათგანი თავისებურად სასარგებლოა.

მზესუმზირის ზეთი
საჭიროა და აუცილებელია კარგი მეხსიერებისთვის. მასში შემავალი ლანოლის მჟავა აუცილებელია ნერვული ქსოვილებისთვის და თვალის ბადურისთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მზესუმზირის ზეთი ძლიერი ალერგენია.

ზეითუნის ზეთი
ეს უკანასკნელი აუმჯობესებს ღვიძლის, ნაწლავების მუშაობას აქვს ნაღველმდენი მოქმედება. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ცხიმები შემადგენლობით გავს დედის რძის ცხიმებს. სწორედ ამიტომ, მისი შეტანა ბავშვის რაციონში საჭიროა ყველაზე პირველ რიგში. განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული.

სიმინდის ზეთი
ითვლება, რომ, სწორედ ეს ზეთი წარმოადგენს ოპტიმალურ ზეთს ბავშვის ორგანიზმისთვის.ერთდაერთი მინუსი ის არის, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს მცენარეული ცხიმების სრულ მოთხოვნილებას. ამიტომ უნდა შენაცვლება მოხდეს სხვა ზეთებთან.

სოიოს ზეთი
ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ნივთიერებთ ცვლის გაუმჯობესებისის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად