მაინტერესებს მეხსიერების დაქვეითება ადრეული ასაკი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

20-10-2016

-გამარჯობათ, მაინტერესებს მეხსიერების დაქვეითება ადრეული ასაკიდანვე რითია გამოწვეული და რა მეთოდებით არის შესაძლებელი მისი მკურნალო და აღდენა..

პასუხი
-ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება. არასრულფასოვანი კვება, ძილის რეჟიმის უგულებელყოფა. თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით (ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები,B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები), თუ ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები.
კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მისცეთ უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.
დამატებითი რჩევების მიღება ჩვენი ვებ გვერდის სტატიებიდან შეგიძლიათ
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად