– 3.5 წლის ბავშვს აწუხებს კბილის ტკივილი, აქვს გამ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
18-10-2016

–გამარჯობათ, 3.5 წლის ბავშვს აწუხებს კბილის ტკივილი, აქვს გამოხრული და სამკურნალო, მაგრამ ვერაფრით დავითანხმეთ ექიმთან პირის გაღებაზე. გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ კლინიკაში მკურნალობენ კბილებს ნარკოზით, გთხოვთ მოგვწეროთ რამდენად საზიანოა ბავშვის ორგანიზმისთვის ნარკოზი და ღირს თუ არა კბილების სამკურნალოდ მივმართოთ ამ ხერხს, დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს სტომატოლოგიური კლინიკა Dent Inn-ის  ექიმი-თერაპევტი  სოფო ფილიევი.
–მოგესალმებით. პირველ რიგში თქვენ ნუ დაიშურებთ ენერგიას და მაქსიმალურად მეტი ესაუბრეთ სტომატოლოგთან ვიზიტის სასიკეთო შედეგებზე. ეთამაშეთ სახლში და აჩვენეთ როგორ მარტივად და უმტკივნეულოდ შეიძლება პირის გაღება,კბილების დათვალიერება. გახსოვდეთ რომ სტომატოლოგთან ბავშვის  პირველი ვიზიტი დიდ გავლენას იქონიებს შემდგომ  ვიზიტებზე. ახლა ნარკოზს რაც შეეხება ცალსახად შეიძლება ვთქვა რომ ნარკოზი ანუ ზოგადი გაუტკივარება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე და აქვს ძლიერ გამოხატული გვერდითი ეფექტი. სპეციალურად ბავშვთა ასაკისთვის მოწოდებულმა სანარკოზე მედიკამენტმაც კი შესაძლოა სისტემურად იმოქმედოს უარყოფითად. გამოიყენება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებით,რისკისა და სარგებლის შეფასების გათვალისწინებით! სულ სხვა მიდგომაა როდესაც ვირჩევთ „მალხენი აირით“ (ჟანგბადისა და აზოტის ქვეჟანგის კომბინაცია) სედაციას. მისი უპირატესობებიდან მნიშვნელოვანი ისაა რომ ბავშვს შეიძლება არ ეძინოს, მაგრამ გონზეა და რაც მთავარია ინარჩუნებს სიმშვიდეს. სტომატოლოგს აძლევს მუშაობის საშუალებას. აქვს მოტკბო არომატი და ჟანგბადის ჩასუნთქვიდან მაქსიმუმ 10 წუთში გამოიყოფა ორგანიზმიდან.ეს არის თანამედროვე სტომატოლოგიაში აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად