ტრიხამონის სამუდამოდ განკურნება თუ არის შესაძლებე... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

18-10-2016

-გამარჯობათ, ტრიხამონის სამუდამოდ განკურნება თუ არის შესაძლებელი? თუ მკურნალობის შემდგომ ანალიზის პასუხმა უარყოფითი აჩვენა მაშინ რჩება შანსი იმისა რომ ბაქტერია კვლავ იყოს ორგანიზმში?

პასუხი
-ტრიქომონიაზი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვენერიული დაავადებაა, ძირითადად გადადის სქესობრივი გზით. ტრიქომონა მამაკაცებში მოქმედებს შარდსაწვეთ მილზე და პროსტატაზე.
ტრიქომონიაზის სიმპტომებია: მამაკაცებში - გამონადენი შარდსაწვეთი მილიდან, ტკივილი და წვა მოშარდვისას, პროსტატის დაზიანების შემთხვევაში პროსტატიტის სიმპტომები.
არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები და განსაკუთრებით მამაკაცებში, როცა ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმის ხარისხის დაქვეითება რაც შედეგად შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი.
ინფექციის დროულად დიაგნოსტირება, სრულყოფილი ადეკვატური მკურნალობის ჩატარება – სწრაფად იძლევა სასურველ შედეგს, მხოლოდ არასრულყოფილი – არაადეკვატური მკურნალობა იწვევს ტრიქომონადების გამძლეობას ანტიტრიქომონადული პრეპარატების მიმართ რაც ართულებს განმეორებით მკურნალობის პროცესს.
დიაგნოსტირება უნდა მოხდეს შარდსადენიდან (მამაკაცის შემთხვევაში პროსტატის სეკრეტის) აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევით.
მკურნალობა ტარდება სპეციფიური, ტრიქომონას საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული პრეპარატებით. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა საკონტროლო ანალიზის გაკეთება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კვლავ გაგრძელება. ტრიქომონიაზისგან განკურნება არ ნიშნავს, რომ ხელახლა არ დაავადდებით ამ დაავადების მქონე პირთან სექსუალური ურთიერთობის შედეგად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად