ვარიკოცელეს ოპერაციისთვის უროლოგს უნდა მივმართო? ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

13-09-2016

-გამარჯობათ, ვარიკოცელეს ოპერაციისთვის უროლოგს უნდა მივმართო? რამდენად საშიშია ვარიკოცელე? Oპერაცია დიდ ხანს გრძელდება და ოპერაციის შემდეგ პალატაში დაწოლა გიწევს? Dაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებულო ოპერაცია?

პასუხი
- საშიშროება პირველ რიგში ის არის, რომ ვარიკოცელე მამაკაცური უნაყოფობის ერთერთი ხშირი მიზეზია. უნაყოფო მამაკაცების 40%-ს ვარიკოცელეს დიაგნოზს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ზოგჯერ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, თუ სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმაში არ არის, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევა. სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის და შედეგად თერმორეგულაციის დარღვევა მათი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, მათი მოძრაობა და მორფოლოგია უარესდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია აუტოიმუნური ანთება - იმუნური ფაქტორი სათესლე ჯირკვლებამდე აღწევს (ვინაიდან ვარიკოზულად გაფართოებული ვენის კედელი კარგავს ბარიერულ ფუნქციას) და მას უცხო ქსოვილად აღიქვამს. ყველაზე უარესი ის არის, რომ გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ სათესლეზეც მოქმედებენ და მის ანთებასაც იწვევენ.
ვარიკოცელეს ოპერაციისთვის უნდა მიმართოთ უროლოგს. რაც შეეხება ოპერაციის საფასურს, სამწუხაროდ ამ ინფორმციას ჩვენ არ ვფლობთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად