! მინდა მოვყვე ჩემი უკვე ძალიან შემაწუხებელი მდგო... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

27-08-2016

- გამარჯობა! მინდა მოვყვე ჩემი უკვე ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ბავშვობიდანვე მაწუხებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტ პრობლემას მიქმნის პირად ცხოვრებაში, იქნება ეს სამსახური, უნივერსიტეტი თუ სხვა. ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით კი დიდ კოლექტივთან მაქვს უმიზეზო შიშები,მერთმევა ძალა, მიჭირს საუბარი, აზრების დალაგება რაც გამოიხატება გარეგანადაც, მიჩქარდება გული, არანორმალურად მიმოძრავებს სახის კუნთები (თვალების და თვალის კუნთების კანკალი,თვალების ჩაცრემლიანება), მიკანკალებს ხმა, ბავშვობაშიც სტუმრებთან მისვლისას , ან უბრალოდ ახალი ბავშვების გაცნობისას ყოველთვის ეგრე ვიყავი. ბევრჯერ ვეცადე უფრო თავისუფლად ვყოფილიყავი, როგორ არ განვაწყვე ჩემი თავი, მაგრამ მაინც უშედეგოდ, სულიერადაც და ფიზიოლოგიურადაც ვერ ვახერხებ ამ გრძნობის დაყოლიებას. იქედან გამომდინარე რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ იძულებული ვხდები, რომ ჩავიკეტო და ვიყო ჩემთვის მარტოდ. 22 წლის ვარ და ვხვდები, რომ თუ ესე გაგრძელდება ცხოვრება დამენგრევა. აღარ ვიცი რა ვქნა ვის მივმართო. ძალიან კარგად ვაცნობიერებ ყველაფერს, არც პანიკიორი ვარ და ყველაფერს რეალურად აღვიქვამ, მაგრამ ამ გრძნობის დაყოლიება შეუძლებელია. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ვისთან მივიდე? აქამდეც კი მივიდოდი ექიმებთან, მაგრამ მაგდენი საშუალებაც არ მაქვს რომ სულ ექიმებში ვიარო. ეხლა რაღაც თანხა შევაგროვე და მინდა სერიოზულად მოვკიდო ამ საქმეს ხელი ვინაიდან სხვა გზა აღარ მრჩება. არც კი ვიცი ამას რა დავარქვა ალბათ ძალიან იშვიათი სინდრომია, ზოგჯერ მგონია რომ აუტიზმის მარტივი ფორმა მაქვს, რადგან ხალხთან ურთიერთობისას განვიცდი შიშს , არა და მარტო რომ ვრჩები ძალიან მინდა რომ მეც სხვების მსგავსად ჩავერთო საუბრებში, გამოვთქვა ჩემი აზრი და უბრალოდ ვიყო ნორმალური ადამიანივით. ისე ფიზიოლოგიური გამოხატულებები უფრო მეტად მაწუხებს, ანუ კუნთების კანკალი, რუსულად რომ იტყვიან "კომოკ ვ გორლე" და ა.შ. მოკლედ, ვეცადე შეძლებისდაგვარად გასაგებად გადმომეცა ჩემი გრძნობები, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დამაკვალიანებთ რასთან მაქვს საქმე და როგორ მოვიქცე.....((((

პასუხი
- სავარაუდოდ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც შესაძლოა ფიზიოლოგიური საფუძველიც გააჩნდეს. გირჩევთ გამოცდილ ექიმ-ფსიქონევროლოგს მიმართოთ. ეს არ არის ის პრობლემა, რომლის გამოც ცხოვრება უნდა დაგენგრეთ, ყველაფერი მოგვარდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად