. 6 დღის წინ სავარაუდოდ მოვიწამლე შოკოლადით ,,სნიკ... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

26-08-2016

-გამარჯობა. 6 დღის წინ სავარაუდოდ მოვიწამლე შოკოლადით ,,სნიკერსით". დილით გაღვიძებულს მქონდა საშინელი თავბრუსხვევა და გულისრევა. საღამოს თავბრუსხვევა საშინლად გამიძლიერდა ამიტომაც გადამიყვანეს საავადმყოფოში. იქ დამიდგეს გადასხმა ,,რინგერი" და ,,ნატრი" როდესაც დასრულდა გადასხმა და წამოვჯექი დავინახე ფეხებზე და მუცელზე ვიყავი საშინლად წითელი. სანამ გამიკეთებდნენ სუპრასტინს და დექსამეტაზონს უკვე გადამივიდა წამებში ეს ალერგია. მაგრამ მაინც გამიკეთეს. შემდეგ უფრო გამიძლიერდა თავბრუსხვევა, ვითიშებოდი, თვალები მიბნელდებოდა. წნევა გამიზომეს და მქონდა 130. ვარ 16 წლის, აქვე ავღნიშნავ. გამიკეთეს წნევის დამწევი და შემდეგ მშობლებმა წამიყვანეს სხვა საავადმყოფოში. იქ ჩამიტარეს სისხლის სრული და ლეიკემიის ანალიზი. ყველაფერი რიგზე მქონდა. იქაც იგივე გამიმეორა და ისევ მთელს მუცელზე მომედო სიწითლე რომელიც წამებშივე გაქრა. დილით გამომწერეს და დამინიშნეს მედროლი, ზანტაკი და ერიუსი. ყველაფერს ვსვამდი წესისამებრ. მაგრამ ეს სიწითლე მაინც არ გამიარა. მომივლიდა უეცრად და გადამივიდოდა. არანაირი ქავილი და გამონაყარი, მაგრამ ექიმებმა ალერგიაა მითხრეს. საერთოდ ალერგიული ვარ, ვერ ვჭამ ქათმისა და თევზის გარდა სხვა ხორცს და ასევე რძის ნაწარმს. ეს ერთი კვირა ვიყავი მკაცრ დიეტაზე, თუმცა მაინც არ გამიარა. ექიმმა ასევე დამიმატა ზეფექსალი 180 მილიგრამი. დღეს უკვე მეექვსე დღეა მკურნალობიდან და იმ მოწამვლიდან მაგრამ დღესაც მაწითლებს, როგორც უკვე ვთქვი ძირითადად მუცელზე. ასევე მინდა დავამატო ის ფაქტი რომ თავშიც ვგრძნობ რაღაცნაირად სიმძიმეს. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ინტერნეტში ვეძებ ათასნაირ დაავადებებს, სიმართლე ვთქვა შიშში ვარ, მგონია რომ ეს სულაც არაა ალერგია და რაღაც მჭირს, ექიმები ვერ ხვდებიან. მგონი ნერვოზიც მაქვს, უნდა გავესინჯო ნერვოპათოლოგს ამ დღეებში. შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ესეთი უეცარი აწითლება და წითელი ლაქები მუცელზე რომელიც მალევე მიქრება? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-თუ თქვენ ყველა ამ მედიკამენტს ერთად ღებულობთ, დიდი ალბათაობით თქვენი ეს ჩივილები მედიკამენტების გვერდით მოქმედებას და ჰიპერდოზირებას შეიძლება მივაწეროთ, მდგომარეობას როგორც ჩანს ერთვის ნევროზული ფონიც; რადგან საიტიდან სრულფასოვნად ვერ შევაფასებთ თქვენ მდგომარეობას, გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალ ალერგოლოგს, რომელიც ზუსტად დაადგენს საჭიროებთ თუ არა ანტიალერგიული პრეპარატების მიღებას, თანაც ამ რაოდენობით.... პარალელურად დაგჭირდებთ მსუბუქი დამამშვიდებელი (ნევროპათოლოგთან ვიზიტი) და მცირე ფსიქოთერაპია, რადგან როგორც ჩანს ემოციური პიროვნება ბრძანდებით, მძაფრად აღიქვამთ მოვლენებს...
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად