17 წლის გოგონას ბოლო პერიოდში თვალების ირგვლივ ჩამ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

13-07-2016

-17 წლის გოგონას ბოლო პერიოდში თვალების ირგვლივ ჩამუქებული წრეები გაუჩნდა,ასე ვთქვათ ჩაუშავდა თვალები,სხვადასხვა პერიოდში ინტენსივობა იცვლება.ზოგჯერ უფრო მეტად მარცხენა თვალის მხარე გამოიკვეთება.სისხლის საერთო ანალიზი კარგია.საერთოდ, წინა წლებში ერთგვარი ფერმკრთალი ფერი დაჰკრავდა თვალების ქვეშ,აგრეთვე ახასიათებდა ოფლიანობა განსხვავებულად, უფრო მეტად მარცხენა იღლიაში. ვშიშობთ,თვალის ირგვლივ შავი წრეები ხომ არ მიუთითებს რაიმე ტოქსიკურზე.გთხოვთ გვითხრათ, რა მიზეზები შეიძლება იწვევდეს ამას და როგორ ვუმკურნალოთ ავადმყოფურ იერს.

პასუხი
-თვალის გარშემო გაჩენილი ასეთი ცვლილების უფრო ხშირი მიზეზი არის სტრესი, არასაკმარისი ძილი, კომპიუტერთან ან წიგნთან დიდი დროის გატარება, რკინის დეფიციტი, ენტერობიოზი, ნიკოტინი და ალკოჰოლი, თვალების მუდმივი ქავილი ალერგიის გამო, ზოგჯერ სილურჯე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიანიშნებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბად ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობით არის გამოწვეული.
ლურჯი რგოლები შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. როცა ორგანიზმში სითხის ცვლა დარღვეულია, ჭარბი სითხე უჩვეულო ადგილებზე იდებს ბინას. ასეთ დროს სიშავეს აუცილებლად ერთვის შეშუპება და ტომრები.
ზოგჯერ ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანია,ამიტომ კვლევის საწყის ეტაპზე გირჩევთ გოგონამ ოჯახის ექიმს/თერაპევტს მიმართოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად