18 წლის გოგოს აქვს ასეთი რაღაც,როცა ფეხებს იპარსავ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

17-06-2016

-გამარჯობათ,18 წლის გოგოს აქვს ასეთი რაღაც,როცა ფეხებს იპარსავს ბეწვის ძირებში თითქოს კანიც იჭრება და სდის სსხლი,ძალიან არა მაგრამ გამშრალების შემდეგ ეტყობა რომ გამოყრილიაქ და გაგიზანებული,რაც შეეხება ბეწვს აქვს ძალიან ცოტა და ამის საფუძველზე აქვს უზომოდ ნაზი კანი,ეხლა დეპილატორით დაიწყო ბეწვის მოცლება,რას გვირჩევთ?ან რის გამო შეიძლება ქონდეს ასე?და როგორ მოირჩინოს ეს პრობლემა ხომ ვერ დაგვეხმარებით ამის გადაწყვეტაში?

პასუხი
-პარსვის დროს კანის გაღიზიანების მიზეზი ძირითადად პარსვის წესების დარღვევაა. ფეხები ხუთწუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ უნდა გაიპარსოთ, რათა კანმა დალბობა და დარბილება მოასწროს. გახსოვდეთ: მშრალი წესით (უსაპნოდ და დალბობის გარეშე) ფეხების გაპარსვა არასასურველია!
შეიძინეთ ხარისხიანი საპარსი; გაპარსვის დროს გამოიყენეთ გელი და კრემი მგრძნობიარე კანისათვის. გაპარსვის წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია. ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებლების რესურსი 2-3 გაპარსვაა. გაპასვის წინ, როგორც უკვე გითხარით, შესაბამისი ადგილები თბილი წყლით კარგად დაისველეთ და კარგად გაიქაფეთ საპნით.
გაპარსვის შემდეგ დეზინფიცირების მიზნით წაისვით ქაფურის სპირტი. პარსვა პირველ ჯერზე უნდა მოხდეს თმის ზრდის მიმართულებით, შემდეგ - საწინააღმდეგო!
თუ მაინც აღინიშნა კანის გაღიზიანება, გაპარსული ადგილი გრილი წყლით ჩამოიბანეთ და შეგიძლიათ წაისვათ გიოქსიზონის მალამო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად