- კოაქსილი ფსიქოტროპული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. თუ ეს პრეპარატი ნევროლოგმა დანიშნა და რასაკვირველია, დოზაც მანვე შეარჩია, მაშინ გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. კოაქსილის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ იშვიათია გვერდითი ეფექტები, თუმცა შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, ძილიანობა, ტაქიკარდია, სუნთქვის მოშლა, კუნთებისა და ზურგის ტკივილი.
მაგრამ კოაქსილს ნარკომანები ბოროტად მოიხმარენ, ისინი ტაბლეტებს ფშვნიან და განზავებული სახით ვენაში იკეთებენ. ხსნარად გადაკეთებულ კოაქსილს ვენაში მოხვედრისთანავე ემართება ისეთივე რამ, რაც ძველ რძეს ადუღებისას, ანუ იჭრება. ხდება ვენის დაცობა, სისხლის შეგუბება, და ამ მიდამოში მიკრობების დიდი რაოდენობით თავმოყრა (იმ მიკრობების, რომელიც ინექციის დროს შეიჭრა სისხლში, რადგან კუსტარულად იქნა საინექციო ხსნარი დამზადებული და ვენაში ინექციაც ჰიგიენის წესების დაუცველად განხორციელდა). შემდეგ ეს ინფექცია მთელ ორგანიზმს ედება, სისხლი იწამლება, ვითარდება კიდურების განგრენა, სიბრმავე და შინაგანი ორგანოების დაზიანება.
თუ თქვენს ახლობელს ნევროლოგმა დაუნიშნა ეს წამალი და მას სვამს (არ იკეთებს), მაშინ სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ ნარკომანების მსგავსად კოაქსილს ვენაში იკეთებს, მაშინ დროთა განმავლობაში გართულება გარდაუვალია. გირჩევთ, თქვენი მეგობარს აჩვენოთ ამ საიტზე http://www.youtube.com/watch?v=b9RHMeXhOis&feature=player_embedded#! არსებული ვიდეომასალა.