მოგესალმებით, გერმანიაში პროფილაქტიკის მიზნით გავ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
08-06-2016

-მოგესალმებით, გერმანიაში პროფილაქტიკის მიზნით გავიკეთე გასტროსკოპია. დიაგნოზში წერია ეროზიული გასტროდუოდენიტი (ტიპი ცე) და პირველი-ბე ხარისხის რეფლუქსი. რეკომენდაცია გამიწიეს 20 მგ-იანი პანტოპრაზოლი დღეში ერთხელ. მაინტერესებს რამდენი ხნის განმავლობაშია დასალევი აღნიშნული მედიკამენტი შედარებით მსუბუქი ტიპის მსგავსი დაავადებების დროს. არანაირ დისკომფორტს არ ვუჩივი. მადლობა წინასწარ!

პასუხი
პასუხობს კლინიკა „აქსა მედიქალის“ ოჯახის ექიმი - ნინო კეკენაძე 

-გამარჯობა. ეროზიული გასტროდუოდენიტისა და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დროს პანტოპრაზოლი (და პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები) ინიშნება 2 კვირიდან 1 თვემდე სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე. ამის შემდეგ ფასდება პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდება დამატებითი კვლევა, მკურნალობის გაგრძელება ან მკურნალობის შეწყვეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ათვისება. თქვენი ექიმი ასევე რეკომენდაციას გაგიწევდათ დიეტის თაობაზე, რაც გულისხმობს მწარე და ცხიმიანი საკვების, კოფეინის და ალკოჰოლის შეზღუდვას. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, მაგ. არასტეროიდული და სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. პანტოპრაზოლის ხანგრძლივ მიღებას, პაციენტის ასაკისა და მდგომარებიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ატროფიული გასტრიტი, ვიტამინ B 12-ს დეფიციტი და სხვა. მსგავსი გართულების თავიდან ასაცილებლად ექიმთან უნდა შეთანხმდეს მკურნალობის ხანგრძლივობა და შემადგენლობა. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად