.ვარ 47 წლის ქალი.ძალიან მაწუხებს მუცლის ტკივილები... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
08-06-2016

-გამარჯობათ.ვარ 47 წლის ქალი.ძალიან მაწუხებს მუცლის ტკივილები 4 თვეა უკვე.გავიკეთე გამოკვლევები, ყველა პასუხი ნორმალური აღმოჩნდა. ისეთი ტკივილები მაქვს რომ ტკივილგამაყუჩებელიც არ მშველის. ბოლოს გავიკეტე ჩაბერვით ანალიზი ბაქტერიაზე და დადებითი აჩვენა.დამინიშნა ექიმმა მკურნალობა,ვიღებ გავისკონს,მეტეოსპაზმოლს და ანტიბიოტიკს PYLEღAს.უკანა ტანიც მტკივა, რაგაც გამომივიდა მტკივნეული, ესეც ალბათ გამოწვეულია ამ ბაქტერიით. ვცხოვრობ საფრანგეთში.ჯერ ენას ვერ ვფლობ საჩირო დონეზე.გთხოვთ მირჩიეთ რამე რომ დროზე დავაღწიო თავი ამ ტანჯვას, და ჩავდგე ცხოვრების რიტმში. ღამეები არ მაძინებს.მადლობთ წინასწარ ყურადღებისთვის

პასუხი
პასუხობს კლინიკა „აქსა მედიქალის“ ოჯახის ექიმი - ნინო კეკენაძე
-გამარჯობა. თქვენი ჩივილების მიხედვით საქმე გვაქვს კუჭის წყლულოვან დაავადებასთან და მისი მკურნალობა უკვე დაწყებული გაქვთ. თუმცა უკანა ტანის ტკივილი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პათოლოგიასთან იყოს კავშირში. მესმის, რომ ენას არ ფლობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს მტკივნეული წარმონაქმნის გასინჯვა-დათვალიერება ექიმის მიერ, დადგინდეს არის ეს ბუასილი თუ სხვა რამ, რათა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ექიმთან ვიზიტამდე კი ეცადეთ მოიწესრიგოთ კუჭის მოქმედება, რათა შემცირდეს ტკივილი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს! 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად