სალამი. ადამიანმა რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიბა... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

30-05-2016

-სალამი. ადამიანმა რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიბანოს სასქესო ორგანო, რომ მარილები არ დაგროვდეს. 3-4 დღეშI ერთხელ 1 კვირაში ერთხელ თუ ყოველდღე?

პასუხი
-აუცილებელია სასქესო ორგანოების ყოველდღიურად დაბანა, დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს, დასაბანად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები, ისე ჩვეულებრივი საპონიც.
კერძოდ,  სასქესო ასოს თავზე კანი (ჩუჩა) უნდა გადაიწიოთ, სასქესო ასოზე წაისვათ ინტიმური ჟელე, გულდასმით აიქაფოთ და ჩამოიბანოთ, მერე კი კანი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოთ. თუ ამ პროცედურას ყოვლდღიურად არ ჩაიტარებთ, სმეგმამ შესაძლოა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს. სათესლე ჯირკვლები უნდა დაიბანოთ ყოველდღიურად, გულდასმით გაისუფთაოთ ნაოჭები.
ყურადღება უნდა მიაქციოთ ტუალეტში სიარულის კულტურას. იშვიათად შეხვდებით მამაკაცს, რომელიც საშარდე გზების დაცლის შემდეგ სასქესო ასოს იმშრალებდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. საქმე ის არის, რომ მოშარდვის შემდეგ სასქესო ასოზე დარჩენილი შარდის რამდენიმე წვეთი ქვედა საცვალზე ხვდება. მართალია, ახალი შარდი ნეიტრალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში თბილი შორისის პირობებში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ, ყოველდღიურად გამოიცვალონ ქვედა საცვალი, ხოლო მასზე შარდის წვეთების მოხვედრისას - უფრო ხშირადაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად