გავიკეთე გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ... | მედიცინის სიახლენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მედიცინის სიახლენი
26-05-2016

- გავიკეთე გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. დიახგნოზში გამუქებულია რამოდენიმე ხაზი. კერძოდ: 1. ორივე ფილტვის პარენქიმა კეროვან ინფილტრაციული დაზიანების გარეშეა ისახება ერთეული 2-3მმ ზომის ლოკალური ფიბროზის უბნები და ერთეული პლევრალური შვრატები. 2. გულმკერდის მე-10 მალის სხეულში,მარცხნივ,ისახება 9მმ ზომის ჰემანგიომა,ანალოგიური ხასიათის, 19 მმ ზომის მეორე ჰემანგიომა ვლინდება წელის პირველი მალის სხეულში მარჯვნივ. სხვა გამოკვლეული ძვლოვანი სტრუქტურები კეროვანი დაზიანებების გარეშეა. დასკვნა: გამოკვლეულ არეებში მწვავე ანთებითი პროესი, ავთვისებიანი ნეოპლაზური დაზიანება არ ვლინდება. გთხოვთ მომწეროთ ზემოთ ნაჩვენები ტექსტი საშიში ხომ არ არის არ რამე დაავადებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-ფილტვში არსებული ცვლილებები ადრე გადატანილი პლევრო-პნევმონიის ნარჩენი მოვლენებია. რაც შეეხება ჰემანგიომას, ჰემანგიომა (ზოგადად ჰემანგიომატოზი) სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტის (მანკის) საფუძველზე აღმოცენდება . კანის ჰემანგიომა მისი დერმოიდული შრის სისხლძარღვთა განვითარების მანკია. მისი ტრავმირება სახიფათოა ადამიანისათვის სისხლდენის განვითარების გამო. ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ("ჰემა" _ სისხლი, "ანგეონ" _ ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს. გავრცელების მიხედვით ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეების 25 %-ს, ხოლო რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45 %-ს შეადგენს.
კომენტარები
27 ნოემბერი 2016 03:14
ორივე პილტვსი იკო კისტები 35 ტლის მამაკაზი გახდა ზუდად ვერ იგებდნენ საკმე რასტან კონდატ სემტხვევიტ სტრაპად დრენასი გულტან ზაუდგეს ამოვიდა სისხლი ბევრი სემდეგ აგმოზნდა პილტვსი გამსკდარი კისტები ბევრი დრენასის მოხსნის სემდეგ ნემსიტ იგებდნენ სისხლს როზა გრამიზ აგარ იკო განიკურნა მაგრა ანალისებს იკეტებს კისტები სადაზ გასკდა სეხორზებულიაო ეკიმმა მაგრამ ისევ აკვს სხვა კისტები პილტვებსი გვაკვს სისი განტკობაზ ზუდი სულ მოლოდინია რომ ისევ ისე დაემარტება სიკვდილს გადაარზინეს გტკოვტ გვიტკრატ როგორ უნდა მოიკზეს ეს მამაკაზი რომელიზ გაზიებულია და ეკიმმა დლიერი ტამლები გამოუტერა სვავს ხასიატი ზუდი აკვს სულ განერვიულებულია ტონასი მოიმატა მაგრამ ახლა აგარ იმატებს არის 70 კილო გტკოვტ რზევა მოკვზეტ მადლობტ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად