– ვარ 18 წლის ბიჭი. თავიდან კარდიოლოგს მივმართე ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

24-05-2016

– ვარ 18 წლის ბიჭი. თავიდან კარდიოლოგს მივმართე ამ კითხვით მაგრამ მითხრა რომ ნევროლოგი მიპასუხებდა ამაზე. არადა პირველ რიგში იმას გამოვრიცხავდი რომ არვარ ნერვიული ადამიანი რამე რომ ჩვევად მექცეს :D. 12-13 წლის ასაკიდან დამეწყო სუნთქვის პრობლემა, ეს გამოიხატება იმაში რომ, თითქოს მინდა სიღრმიდან ამოვისუნთქოო, ჩავისუნთქავ მთელ ჰაერს, რომელიც თითქოს პირდაპირ გულში ჩადის და ამოვისუნთქავ, ამ დროს წამიერად მეხსნება სიმძიმე და შვებას ვგრძნობ, მაგრამ ეს შვება არ გრძელდება დიდი ხნით შეიძლება 5 წუთი, ნახევარი ან ერთი საათიც შემდეგ ისევ ვგრძნობ რომ მჭირდება ასე ღრმად ამოსუნთქვა. ზოგჯერ ერთი ჩასუნთქვით ვერ ამოვისუნთქავ ხოლმე მთლიანად, და მიწევს სამჯერ, ოთხჯერ ჩავისუნთქო რათა ჰაერი ჩავიდეს ბოლომდე და მთლიანად ამოვისუნთქო და ეს ძალიან შემაწუხებელი და დამღლელია ხოლმე . მესმის მთლად გასაგებად ვერ ვწერ მაგრამ ამის ახსნა უკეთ შეუძლებელია. რამდენჯერმე ვცადე, მოდი საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას და არ ჩავისუნთქავ მეთქი, მაგრამ ეს არ შველის, უფრო მძიმდება გულთან რაღაც, თითქოს სპაზმების მსგავსად. პრობლემა იმაშია რომ ამას მთხოვს შეუსვენებლად, ყოველ საათში ან ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მაინც მოკლედ ძალიან დამღლელია ხან გავა დღე რომ არც შემახსენებს თავს დაჩვეულებრივ ვარ ან ძალიან სუსტად მაქვს ამის გრძნობა. პირველად რომ შემაწუხა 12-13 წლის ასაკში მივედი ექიმთან კარდიო გადავიღე სისხლის ანალიზიც ფილტვებიც შემიმოწმეს მაგრამ არანაირი პრობლემა არ მქონია და მითხრეს რომ ასაკობრივიაო და თანდათან გაგივლისო. იმის შემდეგ დაახლოებიტ 4 წელი არშევუწუხებივარ ძალიან ძალიან იშვიათად თუ მოხდებოდა ხოლმე ასე მაგრამ ამბოლოდროს დაახლოებითთ 2 თვეა ისევ ასევარ. თან ვატყობ რომ თითქოს საღამოობით ძილის წინ უფრო მაწუხებს ხოლმე როდესაც მძინავს მაშინ არა. შეგიძლიათ მიპასუხოთ რა არის ეს? რაიმე დაავადება, მართლაც ასაკობრივია ტუ რა შეიძლება იყოს პრობლემა ? ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებაში აქტიური არვარ სპორტითაც ვიყავი იმ პერიოდში როცა დამეწყო დაკავებული როცა გამიარა მაშინაც მაგრამ არმქონია პრობლემა უბრალოდ ამ ბოლო დროს აღარ ვვარჯიშობ და ისეთი პერიოდია რომ სულ სახში მიწევს თითქმის ყოფნა. მაინტერესებს თქვენი აზრი . მადლობა წინასწარ

პასუხი
- დიახ, თქვენი აღწერილობით, ეს მართლაც ვეგეტოდისტონიის შედეგია, დახმარებისთვის მიმართეთ ფისქონევროლოგს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად