იქნებ მასწავლოთ სახის მასაჯი კანის გასამკვრივებლა... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

02-06-2010

- იქნებ მასწავლოთ სახის მასაჯი კანის გასამკვრივებლად. 24 წლის ვარ.

პასუხი
- უნდა გითხრათ, რომ თქვენს ასაკშიც კი არის შესაძლებელი, გაჩნდეს კანის ისეთი პრობლემები, რომლებიც დამახასიათებელია უფროსი ასაკისთვის. ბიოლოგიური დაბერების გარდა, სახის კანზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ცხოვრების არაჯანსაღი წესი: მოწევა, დიეტა, სტრესი, ალკოჰოლი, მზეზე დიდხანს ყოფნა, ასევე სხვადასხვა ტიპის დაავადებები. მზის სხივების და ნიკოტინის ზემოქმედებით ორგანიზმში დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება, რომელიც ნაადრევი დაბერების მაპროვოცირებელია. დაუბალანსებელი მკაცრი დიეტა ფიტავს ორგანიზმს და იწვევს კანის რეგენერაციული (აღდგენითი) თვისებების მკვეთრ შემცირებას.
თუ 40 წლამდე არსებობს ადრეული პრობლემები: მკვეთრად გამოხატული ნაოჭები და სახის კანის ატონია (მოშვებული), მაშინ აუცილებელია კანის გამამკვრივებელი და ნაოჭების კორექციის საშუალებებით მკურნალობის კურსის დაწყება. თანამედროვე და ხარისხიანი კოსმეტიკა ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა. კოსმეტიკური საშუალებები ზრდიან კოლაგენის გამომუშავებას კანის ღრმა ფენებში, ამკვრივებენ კანის ზედა ფენას და აძლიერებენ დაცვის დონეს. ამ საშუალებების შერჩევაში დაგეხმარებათ კოსმეტოლოგი.
ჩვენ რჩევის სახით გეტყვით, რომ იკვებეთ სრულფასოვნად, მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე (თუ მათ მოიხმართ), ერიდეთ მზეს (გარუჯვას), სახეზე დღეში რამდენჯერმე შეისხით მონაცვლეობით თბილი და ცივი წყალი. ახლა შემოგთავაზებთ სახის კანის ტონუსის მოსამატებელ ვარჯიშებს:
ვარჯიში 1. შუბლის კანზე (წარბებიდან თმებამდე) მიიჭირეთ ხელის გული. დახარეთ თვალები და 6 წამის განმავლობაში ატრიალეთ თვალები, ამასთან არ აწიოთ ქუთუთოები.
ვარჯიში 2. საჩვენებელი თითები მიიჭირეთ წარბების რკალებზე, წარბები აწიეთ რაც შეიძლება მაღლა, დააფიქსირეთ ასეთ მდგომარეობაში 6 წამი.
ვარჯიში 3. წარბები აწიეთ რაც შეიძლება მაღლა, ორივე ხელის თითები მჭიდროდ დაადეთ მათ ქვემოთ და თვალები დახუჭეთ 6 წამით. შემდეგ მოდუნდით.
ვარჯიში 4. პირის კუთხეები ძლიერად გაწიეთ აქეთ იქით (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ აწიეთ ზემოთ, ლოყის კუნთები მოდუნებული უნდა გქონდეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-3-ჯერ.
ვარჯიში 5. დაჯექით სკამზე, ზურგი გაასწორეთ. დაძაბეთ ნიკაპისა და ენის კუნთები. ნელ-ნელა გადახარეთ თავი უკან, შემდეგ დახარეთ წინ. მოდუნდით.
არსებობს ვარჯიშების სხვა კომპლექსი:
ვარჯიში 1. დადექით სარკის წინ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ბგერები ოო და აა.
ვარჯიში 2. გააკეთეთ ტუჩები ბაბთასავით და ატრიალეთ საათის ისრის და მის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ვარჯიში 3. დაძაბეთ ყბის კუნთები, მიიღეთ ისეთი სახე თუთქოს, ძლიერ განიცდით რამეს. იმისათვის, რომ გააძლიეროთ კუნთების დაძაბულობა ამ ვარჯიშის შესრულების დროს, წარმოიდგინეთ, თითქოს კბილზე მიგეკროთ ნუგა და თქვენ მთელი ძალით ღეჭავთ და ცდილობთ მის მოშორებას.
ვარჯიში 4. გამოწიეთ ნიკაპი წინ, მაქსიმალურად დაძაბეთ კუნთები და წარმოთქვით სიტყვა "იქსი". გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.
ვარჯიში 5. მჭიდროდ დახურეთ პირი (შეკარით კრიჭა) და გაწიეთ ტუჩები მარჯვნივ, დაითვალეთ 10-მდე, იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს.
ვარჯიში 6. ყელ-კისერი გაასწორეთ, დაძაბეთ ყელის კუნთები, მოატრიალეთ თავის მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. ვარჯიში ძალიან ნელა შეასრულეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად