ექიმ–ნევროპათოლოგს. ! გთხოვთ მიპასუხოთ ვარ 55–... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

11-05-2016

-ექიმ–ნევროპათოლოგს. გამარჯობათ! გთხოვთ მიპასუხოთ ვარ 55–წლის ვმუშაობ პროფილაქტიკის მიზნით მინდა მივიღო მკვებავი–მედიკამენტი მეხსიერების აღმდგენი და ტვინის უჯრედების მკვებავი. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რომელი მკვებავი–მედიკამენტია კარგი და როგორ მივიღო გთხოვთ მომწეროთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- ამ მიზნით ჩვენი რჩვაა, გაიხსენოთ ადრე ნასწავლი ლექსები, სიმღერები და შეისწავლეთ ახალიც, ამოხსენით კროსვორდები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიხსენეთ ნაცნობი ქუჩები, ღირსშესანიშნაობები, მათი ადგილმდებარეობა, კითხვის დროს წარმოიდგინეთ სიუჟეტის გმირები, პეიზაჟები (ზღვა, გამოქვაბულები, ბრძოლები, ისტორიული ამბები), ნუ დასჯერდებით ტელევიზორისა და სერიალების ყურებას...
მეხსიერებას აუმჯობესებს შოკოლადი, პირშუშხა (დაამატეთ კერძებს 1 ს/კ გახეხილი პირშუშხა), ყოველდღიურად მიირთვით არაჟნითა და ქიშმიშით შენელებული გახეხილი სტაფილო. არანაკლებ ეხმარება მეხსიერების შენარჩუნებას აირღუმელში შემწვარი კარტოფილი და ვაშლი, ხაჭო, ყველა სახის კომბოსტო, ლამინარია, კაკალი, ხილის ჩირი, ბანანი.
გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ საშუალებას:
1 ს/კ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ 2-2 ს/კ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.
1 ს/კ დაქუცმაცებულ ცირცელის ხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააჩერეთ 5-6 საათი და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში
3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, ეს ნაყენი წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.
გარდა ამისა, გირჩევთ, იცხოვროთ მშვიდად, რადგან სტრესები, თავს მოხვეული არასასურველი აზრები, არა მარტო აუარესებს გუნება-განწყობილებას, არამედ მეხსიერებიდან შლის ნათელ და ბედნიერ წუთებს, რომლებიც განვიცადეთ განვლილი ცხოვრების გზაზე...
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათვის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატიას“მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში “’
http://www.mkurnali.ge/fitotherapia2/khalkhuri-sashualebebi/3435-mcenareuli-tsamlebi-da-sakvebi-mekhsierebis-samsakhurshi.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად