ამასწინათ მოგწერეთ მაგრამ სამწუხაროდ პასუხი არ იყო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-05-2016

-გამარჯობათ,ამასწინათ მოგწერეთ მაგრამ სამწუხაროდ პასუხი არ იყო გაცემული იქნებ ამაზე მაინც გამცეთ პასუხი. მოკლედ 17წლის ვარ და კარგად ვერ ვიმახსოვრებ გაკვეთილებს მალევე მავიწყდება არადა მალე 4 საგანში მაქვს გამოცდა იქნებ რამე მირჩიოთ წამალი თუნდაც,ადრე ძილთან მქონდა დაკავშIრებული პრობლემა ,მაგრამ ახლა რაც ვვარჯიშობ იშვიათად მაწუხებს . პრობლემებიც ბევრი მაქვს და ხშირად ვნერვიულობ ესეც ძალიან მოქმედებს დ აშეიძლება ამიტომ მიჭირს დამახსოვრება .

პასუხი
-თუ რაიმე სახის პათოლოგია არ გამოიკვეთა მედიკამენტების მიღება საჭირო არ არის. საუკეთესო წამალი  მეცადინეობა და განვლილი მასალის ხშირი გამეორებაა.
თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ (ნორმალური ძილის გარეშე მეხსიერება ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ვერ "რეალიზდება და იმუშავებს" სრულფასოვნად. ნუ დაგავიწყდებათ თავის ტვინის ფუნქციობისთვის დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ. ტვინის უჯრედები ყველაზე ინტენსიურად სწორედ დღე-ღამის ბნელ პერიოდში, ანუ ღამით აღდგება.), ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით, ღებულობთ საკმარისი რაოდენობით სითხეს, ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად.
ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები.
თუმცა კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მიეცეს უმჯობესია მიმართოთ თერაპევტს ან ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.
დამატებით რჩევებს გაეცანით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/4949-rogor-gaviumjobesoth-mekhsiereba.html
კომენტარები
07 ნოემბერი 2016 18:12
gamarjobat mainteresebs kanze laqebis gamochena risi bralia.mucelze mketdze da xelze da rit vumkurnalo ra aris misi tamali.
06 ნოემბერი 2016 10:56
მოგესალმებით! მაქვს რევმატოიდული პოლიართრიტი, რამდენად არის შესაძლებელი ქიმიური პრეპარატებით მკურნალობიდან გადავიდე მცენარეული საშუალებებით მკურნალობაზე? და თუ ეს შესაძლებელია, რა ეფექტური საშუალებები არსებობს ამისთვის? გმადლობთ!
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად