ძალიან უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ და თანაც მინდ... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

02-06-2010

- ძალიან უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ და თანაც მინდა დამარიგოთ, როგორ მოვიქცე, ასეთი რაღაც მჭირს, თვალების წამწამები მიციმციმებს, ოღონდ გააჩნია რომელი თვალია, თუ მარჯვენა თვალმა დამიწყო ციმციმი, არ არსებობს, რომ ავად არ გავხდე, ან მე ან ჩემი ოჯახის წევრი ვინმე და გავიარო ნერვიულობა. თუ მარცხენამ დაიციმციმა, რაღაცა გამიხარდება უზომოდ. შარშანწინ მარჯვენა თვალის წამწამი მიპაჭუნობდა სულ მთელი 5-6 თვის მანძილზე, ძალიან შეშინებული ვიყავი იმიტომ, რომ დაცდილი მქონდა ავადმყოფობა და ჩემი შიში გამართლდა, სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ისე ცუდად ვიყავი, კისტა გამისკდა საკვერცხეზე და პერიტონიტი განვითარდა, თანაც დაცდილი მაქვს აფთიაქში შესვლაზედაც კი მიციმციმებს, რომ დაიწყებს ციმციმს, არ არსებობს, რომ არ დამჭირდეს ან ექიმი ან წამლის საყიდლად აფთიაქში შესვლა, ასე ვარ მთელი ცხოვრებაა, 31 წლის ვარ ეხლა, უკვე საშინლად მეშინია, რომ ამიციმციმდება მარჯვენა თვალის წამწამი. რა უნდა იყოს, მაინტერესებს, კი მაგრამ ერთი ადამინიც არ არის ისეთი, ვისაც ასეთი რამე ემართება? მე ვარ მარტო ასე? დაიწყებს ციცმციმს და ჩემთვის ვიტყვი აი ეხლა დამჭირდება ექიმი და არ არსებობს შემთხვევა, რომ მართლა არ დამჭირდეს, როცა ექიმიდან მოვდივარ მერე უკვე აღარ ციმციმებს, ასეთი არაფერი არ გამიგონია ხალხო. გთხოვთ, რომ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო, მირჩევნია ისე გავხდე ავად წინასწარ არაფერი ვიცოდე, ბავშვობაში სულ მარცხენა თვალი მიციმციმებდა ხოლმე, მაშინ უფრო მეტი მიხაროდა და ვევრი სასიხარულო ამბებიც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი სულ ცუდი რაღაცეები ხდება, ამ ამოუცნობ მოვლენას თქვენ ხომ ვერ ამიხსნით, თქვენი იმედი მაქვს.

პასუხი
- მედიცინისთვის არ არის ცნობილი თვალის ციმციმსა და წინასწარმეტყველებას შორის კავშირი. თქვენ პრობლემას ბლეფაროსპაზმი ჰქვია, იგი  ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური და ტონური კრუნჩხვებით გამოვლინდება. კლონური სპაზმის დროს (რასაც თქვენს შემთხვევაში აქვს ადგილი) მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით, ბავშვებში - ჭიებით ინვაზიით. გირჩევთ მიმართოთ ოფთალმოლოგს.
ასევე გირჩვეთ, არ მოაქციოთ ყურადღება თვალის ციმციმს და შეეცადეთ არ დაუკავშიროთ იგი ამა თუ იმ მოვლენას. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
აქვე ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი ასეთ იდუმალ კავშირებს აბამს მომხდარ და მოსალოდნელ მოვლენებს შორის, ამას ცრურწმენა ჰქვია და მისი მიზეზი ურწმუნოება გახლავთ. თუ გსურთ, გათავისუფლდეთ ასეთი აკვიატებებისგან, აუცილებლად უნდა გაძლიერდეთ რწმენაში, რისთვისაც მოძღვარს უნდა მიმართოთ.

კომენტარები
27 სექტემბერი 2016 22:20
გთხოვთ დამეხმაროთ, რას ნიშნავს თნდაყოლილი ნისტარმი?
27 სექტემბერი 2016 22:18
რას ნიშნავს თანდაყოლილი ნისტარმი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად