. ვარ 17 წლის გოგონა და ამ დროს თუარის შესაძლებელი... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

15-04-2016

-გამარჯობა. ვარ 17 წლის გოგონა და ამ დროს თუარის შესაძლებელი მკერდის კიბოს განვითარება ? არანაირი სიმპტომი არ მაქვს უბრალოდ ზოგჯერ მკერდი მტკივა. ცოტახნის წინ იღლიაში მოძრავი ჯირკვალი აღმოვიჩნე პატარა ზომის,ექიმთან ვიყავი და მითხრა რომ ხშირი პარსვისა და დეზედორანტის ბრალია.ზომაშ გაიზარდა მაგრამ ახლა კიდევ შემცირდა.რამდენად დიდია რისკი რომ მკერდის კიბო მაქვს ? დიდი მადლობა წწინასწარ

პასუხი
-ახალგაზრდა ასაკში, 30 წლამდე, ძალიან იშვიათია სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. თქვენს შემთხვევაში, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლის მიდამოში, სავარაუდოდ,  დაკავშირებული უნდა იყოს მენსტრუაციიულ ციკლთან - ციკლური მასტალგია, ეს არის მდგომარეობა, როცა სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში და მცირდება და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას. ტკივილი შეიძლება მეტ-ნაკლებად იყოს გამოხატული ციკლის პერიოდში. მისი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია.
არის არაციკლური მასტალგია - ეს არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ზოგჯერ ტკივილის ეს ტიპი ფიბროზული მასების არსებობასთან - ფიბროადენომასთან ან ცისტასთან - არის დაკავშირებული. კონკრეტული მიზეზის დადგენა საჭიროებს მამოლოგის კონსულტაციას და გამოკვლევების ჩატარებას.
რაც შეეხება იღლიის არეში კვანძს  იღლიის საოფლე ჯირკვლების გაღიზიანებასა და ინფიცირებას უკავშირდება(საოფლე ჯირკვლის ანთება) რისი ხშირი მიზეზიც სწორედ დეზოდორანტების არასწორი მოხმარებაა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად