უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს, ბავშობაში მაქვს ჭინჭ... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

13-04-2016

-გამარჯობათ, უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს, ბავშობაში მაქვს ჭინჭრის ციება გადატანილი მოკლედ ალერგიული ვარ მაინტერესებს რისი ჭამა მეკრძალება ? არის თუ არა ყავა ალერგიული ?

პასუხი
-ყავას შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. რაც შეეხება ზოგადად პროდუქტებს, ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია - ერთისთვის აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება მეორისთვის შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციის მიზეზად იქცეს.
გარდა ამისა, ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ საკვებმა პროდუქტებმა, არამედ ფიზიკურმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია), დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ (დაზიანებამ)), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა. შ.
საკვები პროდუქტებიდან მის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კვერცხს, არაქისს, სოიას, ღორის ხორცს, რძეს, თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს, ქათამს, თხილსა და კაკალს.
ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტრა-ზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსი-დანტები, საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ პროდუქტების გემოვნებით თვისებებს (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.
წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგ. პენიცილინის ჯგუფს), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციების განვითარებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. ის შეიძლება სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს.
ზოგჯერ ჭინჭრის ციებას იწვევს ინფექციური და ვირუსული დაავადებები, მათ შორის - ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი და ლამბლიოზიც.
დიაგნოსტიკის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ალერგოლოგს და ჩაიტაროთ ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად