რჩევა მჭირდება: მყავს 7 წლის და 3 წლის შვილები,ბ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
11-04-2016

- რჩევა მჭირდება: მყავს 7 წლის და 3 წლის შვილები,ბიჭები,ვცხოვრობთ ბორჯომის რ-ნ ახალდაბაში,და სულ ავად არიან,სულ ახველებთ,გრიპი აქვთ და სიცხეები,სულ ყელი ტკივათ,ყოველ თვეში და ლამის ყოველ 2 კვირაში ერთხელ,აგარც იმუნიტეტის წამლები ჭრის და აგარც არაფერი,უკვე გადავიღალე იქნებ მირჩიოთ რამე რა?.... ძალიან გთხოვთ,მოვიარეთ თბილისის მთელი ექიმები მაგრამ მაინც იგივე გრძელდება,იმის მაგივრად რომ ბევრი ვიტამინებით სავსე საჭმელი და ხილი ვიყიდო,მთელი ჩვენი ოჯახის დანაზოგი სულ წამლებში მიმდის,მირჩიეთ რამე რა... მადლობა წინასწარ

პასუხი
-ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და იმუნიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს კაკლის ფოთლების ნაყენი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და სვით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. იმუნიტეტის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში, ორგანიზმის მოსაძლიერებლად, წიდისგან გასაწმენდად და ათეროსკლეროზულ პროცესთა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ტიბეტური მედიცინის შემდეგი რეცეპტი: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, ნეგო, არყის კვირტი და გვირილის ყვავილი, დააქუცმაცეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და საღამომდე გააჩერეთ. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ ტილოს ნაჭერში (და არა დოლბანდში), ნაჭერში დარჩენილი მასა მსუბუქად გაწურეთ, ერთ ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და ძილის წინ მიირთვით. დილით შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, ისევ დაუმატეთ თაფლი და უზმოზე დალიეთ. ნახევარ საათში შეგიძლიათ ისაუზმოთ. ასე უნდა იმკურნალოთ, სანამ ნარევი არ გათავდება. სასურველია, თითო ასეთი კურსი 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ. აიღეთ სამ-სამი წილი ბერულა და შავბალახა, ორი წილი წყლის იელი, თითო წილი მინდვრის შვიტა და ხეჭრელის ქერქი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. არ აგიდუღდეთ! გადმოდგით, გააჩერეთ 30 წუთი სითბოში, გადაწურეთ. მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა კალანდაძის სტატიას „როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი “
http://www.mkurnali.ge/qali/rchevebi/1883-2010-04-25-12-00-34.html
და ლალი ჩხიკვაძის სტატიას „როგორ შევინარჩუნოთ იმუნიტეტი “
http://www.mkurnali.ge/rchevebi90/3030-rogor-shevinarchunoth-imuniteti.html?start=1
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად