მყავს 10 თვის გოგო,რომელიც დილა საღამოს სელიას რძ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

05-04-2016

- მყავს 10 თვის გოგო,რომელიც დილა საღამოს სელიას რძეს ჭამს ისევ (ანტი რეფლეხს) შემდეგ ნესთლეს ფაფებს ისიც ცოტა ზიზღით,საერთოდ არ იკარებს პიურეს,ძვლს ნახარშს,ფარშს და არატკბილ საჭმელს.ასევე მოწონს ჰუმანას იიოგურტები,გარეგნულად არ ეტყობა უჭმელობა მაგრამ ბოსტნეული ხომ საჭიროა და რა ვქნა?არსებობს რამე ვიტამინი?რითიც მის შეცვლას შევძელბ? მადლობა.

პასუხი
-მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:  
1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი, ა.შ.);
მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) – (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ბარდა, ლობიო, სოია);
მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)
შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა. სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების - მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს - თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ იგი.  
ოჯახის წევრებთან, პატარა მეგობრებთან ან უფროს ბავშვებთან ერთად სადილმა შესაძლოა თქვენს შვილს ახალი სახეობის საჭმლის გასინჯვისაკენ უბიძგოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების ჯგუფების ცოდნა იმ მოზრდილი ბავშვების მშობლებისათვის, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ ვეგეტარიანული მადა და იმ ოჯახებისათვისაც, სადაც ძვირადღირებული საკვები პროდუქტების (მაგ. ხორცის, ყველის,) შეძენა ყოველთვის არ ხერხდება.
თუ ბავშვი არ იღებს ხილს და ბოსტნეულს, ის პირველ რიგში C ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. კარტოფილი (განსაკუთრებით მოხარშული და კანგაუცლელად გამომცხვარი) C ვიტამინის კარგი წყაროა და ბავშვების უმრავლესობას უყვარს, მაშინაც კი, როცა ისინი სხვა ბოსტნეულს არ ეკარებიან. ახალი სახის (რაც ბავშვს მანამადე არ მიუღია) ბოსტნეული შეგიძლიათ შეათქვიფოთ ხილფაფის (პიურის) ტიპის სუფში, რასაც ის მხოლოდ ცოტა განსხვავებულ გემოს მისცემს. ბავშვის გემოვნება, დამოკიდებულება საკვების მიმართ (დადებითი თუ უარყოფითი) ხშირად არამუდმივია და მხოლოდ რამდენიმე თვე თუ გასტანს ხოლმე, რის გამოც, შიგადაშიგ, განმეორებით (დაძალების გარეშე) სცადეთ გაასინჯოთ ბავშვს ახალი სახის ხილი და ბოსტნეული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად