მუცელზე, ხელებზე იღლიასთან და ფეხებზე მუხლის საკეც... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

23-03-2016

-გამარჯობათ,მუცელზე, ხელებზე იღლიასთან და ფეხებზე მუხლის საკეცში უკან გამიჩნდა გამონაყარი, წითელი ფერის, რომელიც ღამით ძალიან მექავებოდა იმდენად რომ ქავილისგან იქერცლებოდა და კანი თხლად მძვრებოდა,დერმატოლოგმა ვიზუალური დათვალიერებით მითხრა, რომ ეს ჯიბერის ვარდისფერი პიტირია იყო და გამომიწერა ცელესტოდერმის მალამო და კლარიტინის აბები.კურსი ჩავიტარე და გაქრა ქავილიც და გამონაყარიც 3 თვე გავიდა და ისევ გამომაყარა და მექავება.გთხოვთ მირჩიეთ რამე, ისევ რატომ გამიმეორდა.რა დაავადება და რა იწვევს მას.გადამდები და საშიში ხომ არაა. ან ასე ზეპირად გამოკვლევის გარეშე ამ დიაგნოზის დასმა თუ შეიძლებოდა.წინასწარ მადლობა.

პასუხი
- ეს არის ინფექციურ- ალერგიული დაავადება, რომლის დროსაც დაბანა უნდა შეიზღუდოს, რადგან ამ გზით პროცესი ჯანსაღ კანზე ვრცელდება. ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი ადვილად იკურნება, თუ დაცული იქნება თერაპიის ყველა პირობა და კანი მშრალად იქნება შენარჩუნებული - მოერიდეთ დაბანას და ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც ოფლის გამოყოფას იწვევს. სამკურნალოდ გამოიყენება ჩვეულებრივი მისაფრქვევები, მათ შორის ბავშის ტალკიც. თუ იგი არ არის გართულებული, მკურნალობის გარეშეც გადის, გართულების შემთხვევაში კი საჭიროებს ექიმის ჩარევას.
პირველი კლინიკური ნიშანია დედისეული ბალთა, რომელიც უმეტესად ტანზე, წელის ზევით, იშვიათად - ბარძაყის არეში ჩნდება, მომრგვალოა და ვარდისფერი აქერცლილი ზედაპირი აქვს. ის, როგორც წესი უფრო დიდია, ვიდრე შვილეული გამონაყარი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ კანის მეზობელ უბნებზე წარმოიქმნება. იშვიათად ავადმყოფს აწუხებს ქავილი.
მისთვის დამახასიათებელია პერიოდული გამწვავებები. დახმარებისთვის მიმართეთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად