პატარა მყავს 40 დღის და არ მომწონს მისი სუნთქვა ვ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

22-03-2016

-გამარჯობათ პატარა მყავს 40 დღის და არ მომწონს მისი სუნთქვა ვატყობ რომ აწუხებს ლორწო და აღებინებს ხშირად რისი ბრალი შეიძლება იყოს? გულზე და ფილტვებზე გასინჯულია და სუფთაა წონაშიც კარგი მატება აქვს, თან მყავს ბუნებრივ კვებაზე, წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

პასუხი
-უტარებთ თუ არა ბავშვს ყოველდღიურად ცხვირის ტუალეტს? ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მარიმერის ცხვირის წვეთები.
რაც შეეხება საკვების ამოღებას, ამ ასაკის ბავშვს შეიძლება ქონდეს წამოქაფება - მცირე რაოდენობით საკვების ამოტყორცნა, მაგრამ ღებინება არ უნდა აღინიშნებოდეს.
ინფორმაციისთვის! წამოქაფება ახალშობილებსა და პირველი თვეების ჩვილებს ახასიათებთ. წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა - კუჭის შიგთავსი, შეუხაჭოებელი რძეა. ჩვეულებრივ, ამოქაფების მიზეზია:
• ნორმაზე მეტი საკვების მიღება;
• აეროფაგია - კუჭში საკვებთან ერთად ჰაერის მოხვედრა.
ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში პატარას წამოაქაფებს უშუალოდ კვების დროს ან მისი დამთავრებისთანავე.
ჩვილ ასაკში აეროფაგიაც ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება აღენიშნება ჩვილების 67%-ს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს.
თუ ბავშვს წამოაქაფებს დღეში 2-3-ჯერ და ამოღებული მასა უმნიშვნელო რაოდენობისაა, სანერვიულო არაფერია. თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ამაში პირადი პედიატრი დაგეხმარებათ.
მდგომარეობა საგანგაშოა, როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის. ეს უკვე პათოლოგიაა - გერ-გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც პატარა უკან ამოიღებს მიღებული საკვების ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ დროს საჭიროა მკურნალობა. პათოლოგიურ წამოქაფებას ჰიპოტროფია - წონის დეფიციტი - და სხვა დარღვვები მოჰყვება.
რადგან დისტანციურად შეუძლებელია ბავშვის მდგომარეობის შეფასება, გირჩევთ დახმარებისთვის პედიტრს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად