მოგესალმებით მაინტერესებს ჭარბ ოფლიანობას როგორ გა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

10-03-2016

-მოგესალმებით მაინტერესებს ჭარბ ოფლიანობას როგორ გავუმკლავდე (სუნიანს იღლიის მიდამოში)იმ შემთხვევაში თუკი ზედმიწევნითაა სისუფთავე დაცული.

პასუხი
-პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები.
აუცილებელია კანის ხშირი ბანა საპნით (ანტიბაქტერიული საპონი, მაგ; ტრიკლოზანის შემცველი მაგ; სეიფგარდი და სხვა), იღლია ხშირად უნდა გაიპარსოთ.
აგრეთვე, ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარება, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას (ეფექტური საშუალებაა ოდაბანი ან დრიკლორი, მკაცრად უნდა იქნას დაცული გამოყენების წესები.);
ატარეთ ბუნებრივი ტანსაცმელი.
გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს; ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები;
თუ ოფლიანობა ძალიან ჭარბია და ჰიგიენური ღონისძიებები შედეგს არ გაძლევთ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჰიპერჰიდროზის მკურნალობა ბოტოქსით, რისთვისაც ესთეტიკური მედიცინის ცენტრს უნდა მიმართოთ.
ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს.
გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად