მოგესალმებით.გთხოვთ მიპასუხოთ... ერთი კვირაა უკვე ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-03-2016

-მოგესალმებით.გთხოვთ მიპასუხოთ... ერთი კვირაა უკვე მკერდი მტკივა ხელის შეხებისას ორივე, აი ვარჯიშის მერე რომ კუნთებმა ტკივილი იცის მსგავსად მტკივა ძაოიან.. გულზეც ვერ ვწვები... რის ბრალი შეიძლება იყოს. ვარ 23 წლის და მენსტრუაციამდე ათი დღეა დარჩენილი და შესაძლოა წინამენსტრუაციული ტკივილი იყოს? ექიმთან ვერ ვახერხებ წასვლას, რა შეიძლება გაკეთდეს

პასუხი
-შესაძლოა სარძევე ჯირკვლების ტკივილის მიზეზი ე.წ. ციკლური მასტალგია იყოს, ეს არის სარძევე ჯირკვლების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში და მცირდება და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას. ტკივილი შეიძლება მეტ-ნაკლებად იყოს გამოხატული ციკლის პერიოდში. მისი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. არის არაციკლური მასტალგია - ეს არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ზოგჯერ ტკივილის ეს ტიპი ფიბროზული მასების არსებობასთან - ფიბროადენომასთან ან ცისტასთან - არის დაკავშირებული. კონკრეტული მიზეზის დადგენა საჭიროებს მამოლოგის კონსულტაციას და გამოკვლევების ჩატარებას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად