. მაქვს პოლიკისტოზი.ექიმმა მითხრა დაორსულებას ხელს... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

09-03-2016

-გამარჯობა. მაქვს პოლიკისტოზი.ექიმმა მითხრა დაორსულებას ხელს არუშლისო.თუ მართლა ასეა მაშინ რატო არ ხდება ორსულობა სხვა ყველაფერი წესრიგში გვაქვს მეც და ჩემს მეუღლესაც.მადლობა.

პასუხი
-საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს საკვერცხეში მრავალი წვრილი კისტა წარმოიქმნება. დაავადება სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული დარღვევები (ამენორეა - მენსტრუალური ციკლის უქონლობა, ჰიპომენსტრუალური სინდრომი, აციკლური სისხლდენები საშვილოსნოდან), ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის გათმიანება), უნაყოფობა.
საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს საკვერცხეებში მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) ჭარბი გამომუშავება. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას.
საკვერცხეების პოლიკისტოზი ხელს უშლის დაორსულებას, ხოლო დაორსულების შემთხვევაში არსებობს ორსულობის 22-ე კვირამდე შეწყვეტის საფრთხე.
საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობისას უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ამ დროს საკვერცხეზე ლაზერული სხივის ზემოქმედებით ხდება იმ უბნის მოწვა, რომელიც ჭარბი ოდენობის მამაკაცურ ჰორმონებს გამოიმუშავებს.
მკურნალობის მიზანია ოვულაციური მენსტრუაციული ციკლისა და დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა.
ოპერაციის შემდეგ ხდება ოვულაციის მედიკამენტური სტიმულირება. შედეგად მენსტრუაციული ციკლი ნორმალიზდება, ჰირსუტიზმი თანდათან მცირდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად