მყავს 1თვის და 2კვირის პატარა ძუძიზე მყავს მაგრამ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

16-02-2016

- მყავს 1თვის და 2კვირის პატარა ძუძიზე მყავს მაგრამ ძალიან ხშირად ამოაქვს საჭმელი უკან და რატო?

პასუხი
- ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში კვების დარღვევა თავს იჩენს წამოქაფებით. როდის არის წამოქაფება ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიის მანიშნებელი?
- წამოქაფება ახალშობილებსა და პირველი თვეების ჩვილებს ახასიათებთ. წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა - კუჭის შიგთავსი, შეუხაჭოებელი რძეა.
ჩვეულებრივ, ამოქაფების მიზეზია:
• ნორმაზე მეტი საკვების მიღება;
• აეროფაგია - კუჭში საკვებთან ერთად ჰაერის მოხვედრა. ზედმეტი საკვების მიღების შემთხვევაში პატარას წამოაქაფებს უშუალოდ კვების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. ჩვილ ასაკში აეროფაგიაც ნორმალური მოვლენაა. ოთხ თვემდე წამოქაფება აღენიშნება ჩვილების 67%-ს, ოთხიდან შვიდ თვემდე - 21%-ს, შვიდი თვიდან ერთ წლამდე - 5%-ს. თუ ბავშვს წამოაქაფებს დღეში 2-3-ჯერ და ამოღებული მასა უმნიშვნელო რაოდენობისაა, სანერვიულო არაფერია. თუმცა კვების კორექცია მაინც საჭიროა. ამაში პირადი პედიატრი დაგეხმარებათ. მდგომარეობა საგანგაშოა, როცა წამოქაფება პირღებინებაში გადადის. ეს უკვე პათოლოგიაა - გერ-გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, რომლის დროსაც პატარა უკან ამოიღებს მიღებული საკვების ნახევარს ან მთელ ულუფას. ამ დროს საჭიროა მკურნალობა. პათოლოგიურ წამოქაფებას ჰიპოტროფია - წონის დეფიციტი - და სხვა დარღვვები მოჰყვება.
http://www.mkurnali.ge/pediatria2/2399-2011-02-02-11-43-49.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად