ვარ 29 წლის გოგო ,გათხოვილი.ქმართან ურთიერთობის შე... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

11-01-2016

-ვარ 29 წლის გოგო ,გათხოვილი.ქმართან ურთიერთობის შემდეგ დდა მის მერეც,მაქვს საშინელი ქავილი,გამონადენი.რამოდენიმე დღე მიჩერდება.შემდეგ ისევ იწყება..ვიცავ მკაცრ ჰიგიენას.კლოტრიმაზოლის მაზს ვხმარობ, დროებით ვერ მივდივარ ექიმთან. ქმარი იძახის,რომ მას არაფერი აწუხებს.მაინტერესებს რით ვუშველო,და ალბათ ჩემს ქმარსაც დასჭირდება მკურნალობა ხო?.

პასუხი
-თუ საშოს ნაცხის ანალიზი არ გაკეთდა, ისე მიზეზი ვერ დადგინდება. ცხადია გინეკოლოგთან დროული მიმათვაა საჭირო.
ინფორმაციისთვის! ინფექციასთან ერთად  ალერგიული რეაქციაც არის ასეთი ჩივილის მიზეზი, მასაც შეუძლია გამოიწვიოს ქავილი და წვა სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.
ზოგიერთ ქალს სპერმის მიმართ აქვს ალერგია, რაც ბევრად არის დამოკიდებული მამაკაცის სპერმაში ამა თუ იმ ნივთიერების შემცველობაზე. სპერმის მიმართ ალერგია ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას: თუ ინფიცირება და სქესობრივი პარტნიორის ავადმყოფობა გამორიცხულია, მაგრამ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს ტესტი, რომელიც სპერმის მიმართ ალერგიას დაადასტურებს ან გამორიცხავს. ამისთვის სქესობრივი კონტაქტის დროს უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. თუ სიმპტომები გაქრა, მაშასადამე, ეს მართლაც ალერგიაა.
ქავილი და წვა თვით პრეზერვატივმაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს მაშინ, თუ ქალს აქვს ალერგია ლატექსზე. ლატექსი ნატურალური რეზინია, რომლისგანაც პრეზერვატივი მზადდება. ამავე მასალისგან ამზადებენ სამედიცინო ხელთათმანებს, ამიტომ ალერგიული რეაქცია გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგაც არის მოსალოდნელი. ლატექსის მიმართ ალერგიამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს, ამიტომ ალერგიულმა ქალებმა სქესობრივი აქტის დროს უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული, ანტიალერგიული პრეზერვატივი, რომელიც არ შეიცავს ლატექსს ან მიმართონ სხვა სახის კონტრაცეფციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად