მადლობა რომ არსებობთ, ვარ 4კვირის ორსული და მაინტ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

08-01-2016

- მადლობა რომ არსებობთ, ვარ 4კვირის ორსული და მაინტერესებს თავის ტკივილი საშიშია თუ არა ამ დროს, რამოდენიმე თვის წინ 6თვის წყლები დავღვარე და მამშობიარეს მაშინაც თავის ტკივილები მქონდა საშინელი და ექიმა არ მიაქცია ყურადღება წნევა ოდნავადაც რომ მეწეოდა თავისტკივილი მეწყებოდა, და ბავშს ჟანგბადი ვერ მიეწოდებოდა კარგად, 6თვის 480გრამი დაიბადა, მოშლის მიზეზი ვერაფერს ვერ დააბრალეს ვირუსები არ მქონდა ადრევე ვიმკურნალე სანამ დავრჩებოდი,მოშლის მერე ჰორმონების ანალიზში პროლაქტინი აღმომაჩნდა ცოტა აწული და ნაცხში ლეიკოციტები დიდი რაოდენობით ამ ყველაფერზე ვიმკურნალე და მაინტერესებს ნაცხში ლეიკოციტების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე გარსის რღვევა?ექიმა მითხრა ორსულობაში ნაცხი უნდა აკონტროლო ბაქტერია აგიზიანებს გარს და რამდენად მართალია ან თავის ტკივილს ხომ იწვევს რამე ზოგი მუცელში ნემს იკეთებს და არაფერი დაუნიშნია და ეხლაც მეშინია რას მირჩევთ?

პასუხი
- ორსულობის მოშლის მიზეზები მრავალია. მიზეზი შეიძლება იყოს 1) ორსულობის 9 კვირამდე თვითნებითი აბორტების მიზეზი ხშირად მშობლების ქრომოსომული ანომალიებია. ჩაიტარეთ მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია. 2) პლაცენტაციის პროცესის დარღვევა: საშვილოსნო პლაცენტალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, პლაცენტის სისხლძარღვთა თრომბოზი, იშემია, დისტროფიული ცვლილებები, ნეკროზი. პლაცენტაციის პროცესის პათოლოგიურად მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება იყოს: ყვითელი სხეულის უკმარისობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი). თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, პროტოზოული). და ა.შ. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად