ერთ თვეში მინდა 5-8 კილოს დაკლება და რა სახის კვებ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

05-01-2016

-ერთ თვეში მინდა 5-8 კილოს დაკლება და რა სახის კვებას შემომთავაზებთ ? ვარ 15 წლის.მადლობა

პასუხი
-თქვენ მოზარდი ხართ და განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ წონის საკორექციო დიეტის შედგენის დროს; მკაცრი დიეტა არ არის რეკომენდირებული, გირჩევთ დაიტვირთოთ ფიზიკურად (დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით), უარი თქვით სასუსნავებზე, გაზიან სასმელებზე, ტკბილეულზე, ცხიმიან საკვებზე. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური.
მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი - და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე. საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს. სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს. ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
და ბოლოს, დიეტა უნდა დანიშნოს დიეტოლოგმა, თქვენი ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გახსოვდეთ, სწრაფი დაკლება არ არის რეკომენდებული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად