მოგესალმებით. ჩამი პატარა არის მესამე თვეში.ძუძუს ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-01-2016

-მოგესალმებით. ჩამი პატარა არის მესამე თვეში.ძუძუს ჭამის დროს გადასცდება ხოლმე და ის უგროვდება ცხვირში რაც ძალიან აწუხებს და სუნთქვაში უშლის ხელს.განსაკუთრებით ღამე უჭირს.თავზე ვადგავარ რომ რამე არ მოუვიდეს.ჯერ პირით სუნთქვა არც იცის. ექიმს რომ დავურეკე მითხრა ლიზიდას სპრეი შეასხურეო. აფთიაქში  მითხრეს ამისთვის ჯერ არ შეიძლებაო და აქუა მარისი ვუყიდე.გამოსატუმბიც ვიყიდე მაგრამ ვერ ვიხმარე. მითხარით სხვა რა გავაკეთო რომ აღარ იხრუტუნოს? ფიზიოლოგიურზე მითხრეს დღეში 20-ჯერაც რომ ჩააწვეთო არაფერს უზავსო და შეიძლება?

პასუხი
-რადგან დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ ბავშვის ცხვირის გაწმენდას, აუცილებელია პატარა მიიყვანოთ პედიატრთან და დაგეხმაროთ პროცედურის ჩატარებაში. პატარებს ცხვირის გასასვლელები ძალიან მოკლე აქვთ, ამიტომ ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო შეშუპებაც, ამოქაფების დროს დაგროვილი რძის ნარჩენები ცხვირით სუნთქვის გაძნელებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, პაწიას კვებას ართულებს. ბავშვს უჭირს ჭამა, წრიალებს, ეწყება ქოშინი, მოხრჩობის შეტევები, ამიტომ დროული დახმარებაა საჭირო.
ფიზიოლოგიური ხსნარი უვნებელია და შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო და ქერქი. ჩაწვეთების შემდეგ უმჯობესია ბავშვი ზურგზე დააწვინოთ, თუ ეს სუნთქვაში ხელს არ შეუშლის. ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ ლორწოს გამოსატანად ვაკუუმბალონი უნდა გამოიყენოთ.
თუ პატარას წამოქაფება აწუხებს, გირჩევთ, დაიცვათ შემდეგი წესები:
• ბავშვი დააწვინეთ ისე, რომ თავი ტანზე მაღლა ჰქონდეს.
• კვების შემდეგ დაიჭირეთ ვერტიკალურად, პირით თქვენკენ, სანამ კუჭიდან ჰაერს არ ამოუშვებს.
• დასაძინებლად ხშირად დააწვინეთ გვერდზე. ასეთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად გამოგადგებათ ზურგს უკან ამოდებული მოკეცილი პირსახოცი ან მუთაქა.
• ყოველი კვების წინ 1-2 წუთით პირქვე გადაიწვინეთ მუხლებზე, შემდეგ გადმოაბრუნეთ და ხელისგულით გაუკეთეთ მასაჟი ჭიპის ირგვლივ, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად