რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი ხანია მაწუხებს მუხლებში სისუსტე. ფეხის მოხრისას და დახრისას და ა. შ. გადავიგე ეხოსკოპია და აგმომაჩნდა მუხლებში სითხე მაჯვენაში მეტად და მარცხენაში მცირედ. მივმართე რევმატოლოგს და მისი რჩევით გავიკეთე პლანტოგრაფია. მითხრეს რომ ვარ ბრტყელტერფიანი და არასწორი დატვირთვა მოდის ტერფებზე. ამჟამად ვატარებ დაახლოებით უკვე სამი კვირაა, სუპინატორებს და ვსვამ ხონდროქსილს. მაინტერესებს რამდენად შეიძლება ბრტყელტერფიანობას გამოეწვია მუხლებში სითხე და რამდენად მოგვარდება ეს პრობლემა მარტო სუპინატორების ტარებით.
პასუხი
-მკურნალობა ანთების მიზეზებსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, რაც ართტიტის გამომწვევიმიზეზების დადგენის შემდეგ ინიშნება. სავარაუდოდ საჭიროა დამატებითი მკურნალობაც არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების, შესაძლოა ანტიბიოტიკების და სხვა მედიკამეტების სახით, საჭიროა იმობილიზაცია.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი