გადავიღე ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია და გამოვ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-12-2015

- გადავიღე ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია და გამოვლინდა ესის მაგვარი სქოლიოზი. წელის მალების დონეზე რკალით მარჯვნივ, გულ-მკერდის მალების დონეზე რკალით მარცხნივ.გავიკეთე მასაჟები 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ შედეგი თითქმის არაა. გთხოვთ მირჩიოთ რამე

პასუხი
- სკოლიოზს აქვს 4 ხარისხი, რომლებზეც ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობა. რენტგენოლოგიურად ხარისხები ფასდება შემდეგნაირად:
•    I ხარისხი - პირველადი გამრუდების კუთხე 10 გრადუსზე ნაკლებია;
•    II ხარისხი - კუთხე 10-დან 25 გრადუსამდე მერყეობს;
•    III ხარისხი - 25-დან 40 გრადუსამდე;
•    IV ხარისხი - 40 გრადუსზე მეტია.
შესაბამისად მკურნალობაც ხარისხის მიხედვით სხვადასხვაა.  ამ მიზნით უნდა იტაროთ ვერტებროლოგის კონსულტაცია და მასთან კონსულტაციის შემდეგ სისტემატურ ვარჯიშს შეუდექით (სამკურნალო კომპლექსს სპეციალისტი თვითონვე შეგირჩევთ). ცურვითა და სამკურნალო ვარჯიშებით შეაჩერებთ პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას, თავიდან აიცილებთ დაღლილობას, ტკივილს ხერხემლის არეში და სხვა გართულებებს, რომლებიც, თუ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს.
სკოლიოზს მკურნალობენ მანუალური თერაპიის, სამკურნალო ვარჯიშების, ცურვის, კორსეტების გამოყენებით და სხვა.
მანუალური თერაპიის საშუალებით ნორმალიზდება კუნთოვანი ტონუსი, ფართოვდება სახსართა მოძრაობის დიაპაზონი, უმჯობესდება კუნთებში სისხლის მიმოქცევა, რაც ჯამში აუმჯობესებს ქსოვილთა კვებას და უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ინტენსიურ განვითარებას.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურასაც. სპეციალურ ვარჯიშთა მეოხებით კუნთები იწრთობა, ძლიერდება და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ხერხემლის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვარჯიშთა სისტემატური შესრულების დროს ყალიბდება ერთგვარი კუნთოვანი კორსეტი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ვარჯიშთა ამა თუ იმ კომპლექსის თვითნებური გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ.
ცურვა ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა ციკლურ ვარჯიშთაგან. ამ დროს ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურდება, ხოლო სახსრები და ხერხემალი პრაქტიკულად არ იტვირთება. ცურვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სკოლიოზის, არამედ ხერხემლის სხვა პათოლოგიათა მკურნალობისთვისაც.  
რაც შეეხება ვარჯიშებს, ამ მიზნით გაეცანით ჩენს ვებ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატიას „ხერხემლის მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები სკოლიოზის დროს “
http://www.mkurnali.ge/profilaqtika/1354-kherkhemlis-masazhi-da-samkurnalo-varjishebi-skoliozis-dros.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად