როდესაც გოგო ორსულადაა თმის რომელი საღებავი შეიძLე... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

01-12-2015

-როდესაც გოგო ორსულადაა თმის რომელი საღებავი შეიძLება გამოიყენოს ან რაიმე საშვალება თუ რომ ასეთ დროს თმა შეიღებოს?ისე რომ ალერგია არანაირად არ გამოიწვიოს,თVითონ მგრძNობიარეა ძალიან სუნების მიმართ და საერთოდ ალერგიულია.მინდა მშვისდათ ვიყო რომ ცუდათ არ შევა რეაქციაში ის საღებავი.იცით ასეთი რამე?

პასუხი
-ზოგიერთი სპეციალისტი არ გვირჩევს ორსულობისას თმის შეღებვას და ამას იმით ხსნის, რომ ქიმიური ხსნარი, რომელიც თავის თმოვან ნაწილზე ხვდება, შესაძლოა იქიდან მოხვდეს კანქვეშა სისხლის მიმოქცევაში, შემდეგ კი ნაყოფამდე მიაღწიოს. მაგრამ ასეთი შემთხვევები მეცნიერებას არ აღურიცხავს; მსოფლიოში უამრავი ქალი იღებავს თმას ორსულობისას და აჩენს ჯანმრთელ ახალშობილს. ქიმიური ნივთიერებების ნაყოფამდე მიღწევა ჰიპოთეზაა. ექიმებს ტიპური მეცნიერული მიდგომა აქვთ - თავს იზღვევენ და ორსულებს შესაძლო რისკის თაობაზე აფრთხილებენ. ზოგიერთი ექიმი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მთავარია, არ შევიღებოთ თმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების ინტენსიური ჩამოყალიბება. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა იაფფასიანი საღებავი მზადდება ამიაკის საფუძველზე, რომლის ორთქლი მავნეა როგორც ქალისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც. ამასთან, არასასიამოვნო სუნმა შეიძლება გამოწვიოს გულყრა, თავბრუსხვევა და ა.შ. გარდა ამისა, თმის შეღებვისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია იმ საღებავზე, რომელსაც ადრეც ხმარობდით. უმეტესად კი ყველაფერი დამოკიდებულია ორსულის შეგრძნებებზე  და იმაზე, როგორ მიმდინარეობს ორსულობა. თუ ქალს აქვს ტოქსიკოზი და ქიმიური სუნები უბრალოდ აუტანელია მისთვის, ჯობს, შეღებვაზე უარი თქვას. შეღებვა შეიძლება კარგად განიავებულ შენობაში, ასე რომ, მიბრძანდით სალონში, სადაც კარგი ვენტილაციაა და გამოიყენეთ ნაკლებად საშიში, ნატურალური საღებავები, რომლებიც არ შეიცავს ამიაკს ან შეიღებოთ თმა ხალხური მეთოდებით. მაგალითად, ინით ან ბასმით, რომლებიც თმას მოწითალო ან მუქ ყავისფერ შეფერილობას აძლევს, რეგულარულად ივლოთ თმაზე ხახვის ფოთლების ან გვირილის ყვავილების ნახარში, რომლებიც ოქროსფერ ელფერს იძლევა, ანდა კაკლის ნაჭუჭის ნახარში, რომელიც თმას წაბლისფერს მისცემს. ნატურალური საღებავები, გარდა იმისა, რომ  თმას ელფერს უცვლის, ამავე დროს ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს ქერტლის გაჩენისა და ალერგიული რეაქციების ალბათობას. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად