რაღაც უცნაური მჭირს.საქართველოში არ ვარ და სად და... | კანი, კუნთები, ძვლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კანი, კუნთები, ძვლები
01-12-2015

- რაღაც უცნაური მჭირს.საქართველოში არ ვარ და სად და რომელ ექიმთან წავიდე აღარ ვიცი. იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ რამე რა ვქნა, თორე ფიზიკურადაც და სულიერადაც უკვე მიძნელდება ხოლმე. თავიდან ვიყავი გაციებული, რის შემდეგაც სიგარეტის მოწევას დავანებე თავი 3 თვის წინ, მქონდა ნახველი და ზურგზე სიცივის შეგრძნება, გადავიღე ფილტვებზე რენდგენი, პრებრონქიალური მდგომარეობა მქონდა სხვა არაფერი,ექიმმა არაფერიაო,მაგრამ ეს მდგომარეობა გამიგრძელდა. ამას თან დაერთო ორი თვის წინ საზარდულთან ტკივილიც,რომელიც გადავიდა მთელ ფეხზე, ბეჭების, კისრის ტკივილი, მენსტრუაციის ნაცვლად ბოლო 2 თვეა მქონდა ძალიან ცოტა სისხლი და მერე ყავისფერი გამონადენი, მერე ხელები მტკიოდა ძალიან, დაღლის შეგრძნება, დეპრესია და სტრესიც იყო. კალციუმი დავლიე და ხელებმა გამიარა. მარა ახლა დამეწყო მუცლის ზრდა(ორსულად არ ვარ)და ტკივილი(საშუალო ზომის), კიდე ლიმფური კვანძები სადაცაა, განსაკუთრებით იღლიასა და საზარდულთან მტკივა. და ყელშიც მაქვს გადიდებული კვანძები, თუ კაპილარებია, მტკივა და მოძრავია. მტკივა ფეხიც ისევ. მეყინება სხეულის ნაწილები, თბილს რო ვიდებ მსიამოვნებს, განსაკუთრებით ბეჭებსა და მკერდზე. მაქვს გაძნელებული ყლაპვა, ყელში გლანდები გადიდებული არ მაქვს,მარა მაქვს რამდენიმე პატარა თეთრი წერტილივით და ენის უკანა მხარეს მოთეთრო მოწითალო, ნახველიც მაქვს უმეტესად ძალიან თეთრი, რამდენჯერმე სისხლიც იყო ნახველში მარა მგონი ცხვირიდან ჩავიდა.სავლებებს რო ვიკეთებ ყელში მაგ დროს ცხვირიდან მომდის ხოლმე სისხლი. ჩვეულებრივი საწუწნი აბები მომცა ყელის ექიმმა,არ მიშველა. კიდე წითელი წერტილებივით მიჩნდება ტანზე, ამოწეული არაა ზედაპირიდან. პასტით წერტილი რო დასვა ისეა. ვიყავი ინტერნისტთან კარდიოგრამა ნორმალური იყო, სისხლის ანალიზები ამიღეს და შარდის, აღმოჩნდა რომ ლიმფური ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს და ექიმმა ლ-თიროქს ჰექსალი გამომიწერა დღეში ერთ აბს ვსვამ. კიდე მუცლის ულტრასონოგრაფია გამიკეთა ოჯახის ექიმმა არაფერიაო. ხო, სისხლის საერთო ანალიზიც კარგი იყო.შეილება ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის ბრალი იყოს? იქითა კვირაში რევმატოლოგთანაც მივალ. სხვა რა შეიძლება გავაკეთო, რა ვქნა აღარ ვიცი, უღრმესი მადლობა.

პასუხი
- სისხლიანი ხველა და ლიმფური ჯირკვლების გადიდება საჭიროებს დიაგნოსტირებას, გარდა ამისა, აუცილებლეია მუცლის ზმებში მატების გამომწვევი მიზეზების დადგენაც. ამისათვის აუცილებელია მიმართოთ პულმონოლოგს და გინეკოლოგს, ჩაიტაროთ გულმკერდის რენტგენოგრაფია და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად