მყავს 7 წლის ბიჭი,მე-2 კლასშია.ვცხოვრობთ ბორჯომში... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

28-11-2015

- მყავს 7 წლის ბიჭი,მე-2 კლასშია.ვცხოვრობთ ბორჯომში.რაც სკოლაში სიარული დაიწყო ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე სულ ავადაა,ეწყება გრიპი და შემდეგ ხველება,ჯერ მშრალი და მერე ნახველიანი და უგრძელდება თვეზე მეტხანს,აქ ბორჯომში ვერაფერს რომ ვერ შველიან მერე თბილისში მიმყავს,იქ ყველანაირ გამოკვლევას აკეთებენ (რენდგენს,ანალიზებს),არაფერი აქვს საშიში,სულ ბრონხიტი აქვსო ამას მპასუხობენ.მაძლევენ დანიშნულებას,(ვანსეარი,პოროქსანი,ბუტამირი,ჰერბიონი... და რავი კიდევ რა აგარ გვაქვს მიღებული). კარგად ხდება ერთ კვირაში,მაგრამ როცა ისევ ბორჯომში ვბრუნდებით დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ისევ ხელმეორედ ეწყება ყველაფერი.(სკოლაშიც ძალიან ბევრი გაცდენები გვაქ ამ ავადმყოფობის გამო). იქნება მიშველოთ რამე? დამეხმაროთ რამით? ძალიან გთხოვთ. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- ამსათვის უნდა აუმაღლოთ იმუნიტეტი. იმუნიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს კაკლის ფოთლების ნაყენი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიეცით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. იმუნიტეტის დაქვეითებისთვის რეკომენდებულია ტიბეტური მედიცინის შემდეგი რეცეპტი: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, ნეგო, არყის კვირტი და გვირილის ყვავილი, დააქუცმაცეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და საღამომდე გააჩერეთ. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ ტილოს ნაჭერში (და არა დოლბანდში), ნაჭერში დარჩენილი მასა მსუბუქად გაწურეთ, ერთ ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და ძილის წინ მიირთვით. დილით შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, ისევ დაუმატეთ თაფლი და უზმოზე მიეცით. ნახევარ საათში შეგიძლიათ ასაუზმოთ. ასე უნდა უმკურნალოთ, სანამ ნარევი არ გათავდება. სასურველია, თითო ასეთი კურსი 5 წელიწადში ერთხელ მისცეთ. აიღეთ სამ-სამი წილი ბერულა და შავბალახა, ორი წილი წყლის იელი, თითო წილი მინდვრის შვიტა და ხეჭრელის ქერქი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. არ აგიდუღდეთ! გადმოდგით, გააჩერეთ 30 წუთი სითბოში, გადაწურეთ. მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. 
კომენტარები
11 დეკემბერი 2015 17:24
მაინტერესებს კაკლის ფოთოლი ნედლი უნდა იყოს თუ გამხმარი,შემოდგომის
11 დეკემბერი 2015 17:24
მაინტერესებს კაკლის ფოთოლი ნედლი უნდა იყოს თუ გამხმარი,შემოდგომის
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად