მოკლედ ასოს თავზე გამომივიდა რამოდენიმეჯერ სხვადა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

25-11-2015

- მოკლედ ასოს თავზე გამომივიდა რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ადგილას კონდილომა დერმატოლოგთან დავდივარ და ვიწვავ აზოტით. . კონდილომის გამოსვლა ნიშნავს რომ პაპილომა ვირუსის მატარებელი ვარ? 22 წლის ვარ და მაინტერესებს ადრე თუ გვიან ვისთანაც არ უნდა დავწვე აუცილებლად გადავდებ ამ ვირუსს? დასაოჯახებელი ვარ და ეს ფაქტი მზარავს რომ შეიძლება ჩემი მიზეზით სხვა დავასნეულო, მითუმეტეს გავიგე რომ ქალებში საშიში ყოფილა ეს ვირუსი . . იქნებ გასაგებ ენაზე ამიხსნათ რა ვქნა როგორ მოვიქცე ? ბოლომდე არ იკურნება ეს ვირუსი? ან სპეციალურ გამოკვლევებს არ საჭიროებს? ჩემმა ექიმმა მითხრა რომ საშიში არაფერიაო და ნუ ესე კონკრეტულად პაპილომა ვირუსზე ანალიზები არ კეთდებაო .. მოკლედ თუ არ შეწუხდებით ჩემთვის გასაგებ ენაზე ამიხსენით რა ვქნა როგორ მოვიქცე და გარდა კონდილომების მოწვისა სხვა სახის მკურნალობას თუ საჭიროებს . წინასწარ გმადლობთ

პასუხი
-კონდილომა ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების დვრილისებრი წანაზარდია. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც მუდმივად განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს. განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის და ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა, და მახვილწვერა კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსული) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, ჩნდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში. 
ვრცელდება სქესობრივი გზით და ქრონიკულად მიმდინარეობს. თავისთავად თითქმის არასოდეს ქრება. დიაგნოსტირებისას აუცილებელია სპეციალური გამოკვლევები გონორეისა და სიფილისის გამოსარიცხად. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში. აუცილებელია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოთა პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (საამისოდ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდი: კრიოთერაპია - თხევადი აზოტით მოცილება, კონცეტრირებული მჟავების გამოყენება, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპია) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. აღსანიშნავია, რომ ვირუსმა ნებისმიერ წუთს შეიძლება ახალი კონდილომების გაჩენით შეგახსენოთ თავი. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს რიგი ღონისძიება, უმთავრესად - იმუნომაკორეგირებელი თერაპიის კურსი, ამისთვის კი საჭიროა იმუნურ სტატუსზე სისხლის ანალიზის გაკეთება და იმუნოლოგის კონსულტაცია. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად